https://sputnik-georgia.com/20260224/rusetis-sagareo-dazvervis-samsaxuri-saprangeti-da-britaneti-ukrainistvis-iaragis-miwodebas-gegmaven-297301523.html
რუსეთის დაზვერვა: საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული ბომბის გადაცემას გეგმავენ
რუსეთის დაზვერვა: საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული ბომბის გადაცემას გეგმავენ
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აცნობიერებენ უკრაინაში არსებული სიტუაციის სავალალო განვითარებას, თუმცა, ბრიტანული და ფრანგული ელიტები დამარცხების აღიარებისთვის... 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T14:41+0400
2026-02-24T14:41+0400
2026-02-24T14:41+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
საფრანგეთი
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/18/297299541_0:0:2989:1682_1920x0_80_0_0_4cd43b0f30f922c08ccc4e80681aa998.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია უკრაინის ბირთვული ან სულ მცირე „ბინძური“ ბომბით აღჭურვა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა.საგარეო დაზვერვის სამსახურში შესული ინფორმაციის თანახმად, ლონდონი და პარიზი უკრაინის ბირთვული იარაღით შეიარაღებისთვის ემზადებიან. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აცნობიერებენ უკრაინაში არსებული სიტუაციის სავალალო განვითარებას, თუმცა, ბრიტანული და ფრანგული ელიტები დამარცხების აღიარებისთვის მზად არ არიან, განაცხადეს უწყებაში. ლონდონს და პარიზს ამაოდ აქვთ იმედი, რომ უკრაინის ბირთვული იარაღით მომარაგების გეგმების გამო თავიდან აიცილებენ პასუხისმგებლობას, საიდუმლო გამოაშკარავდება, აცხადებს უწყების პრეს-სამსახური.როგორც საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, ლონდონი და პარიზი განიხილავენ კიევისთვის წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული M51.1 ბალისტიკური რაკეტიდან მცირე ზომის ბირთვული ქობინის TN75 ფარულად გადაცემის შესაძლებლობას.რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბრიტანელებმა და ფრანგებმა იციან, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა არღვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას და ამიტომაც სურთ იარაღის გადაცემა ისე წარმოაჩინონ, თითქოს იგი კიევმა თავად შეიმუშავა.რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უარი განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მიწოდების ავანტიურაში მონაწილეობაზე. „ბერლინმა ამ სახიფათო ავანტიურაში მონაწილეობის მიღებაზე გონივრული უარი თქვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა
საფრანგეთი
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/18/297299541_137:0:2866:2047_1920x0_80_0_0_69ac79d360994afccbfdfffde52a1c26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , საფრანგეთი , დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , საფრანგეთი , დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთის დაზვერვა: საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული ბომბის გადაცემას გეგმავენ
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აცნობიერებენ უკრაინაში არსებული სიტუაციის სავალალო განვითარებას, თუმცა, ბრიტანული და ფრანგული ელიტები დამარცხების აღიარებისთვის მზად არ არიან, განაცხადეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია უკრაინის ბირთვული ან სულ მცირე „ბინძური“ ბომბით აღჭურვა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა.
საგარეო დაზვერვის სამსახურში შესული ინფორმაციის თანახმად, ლონდონი და პარიზი უკრაინის ბირთვული იარაღით შეიარაღებისთვის ემზადებიან. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აცნობიერებენ უკრაინაში არსებული სიტუაციის სავალალო განვითარებას, თუმცა, ბრიტანული და ფრანგული ელიტები დამარცხების აღიარებისთვის მზად არ არიან, განაცხადეს უწყებაში.
„თუ უკრაინას ბირთვული ბომბი ან სულ მცირე, ე.წ. ბინძური ბომბი ექნება, კიევი საომარი მოქმედებების დასრულებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების მოთხოვნას შეძლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლონდონს და პარიზს ამაოდ აქვთ იმედი, რომ უკრაინის ბირთვული იარაღით მომარაგების გეგმების გამო თავიდან აიცილებენ პასუხისმგებლობას, საიდუმლო გამოაშკარავდება, აცხადებს უწყების პრეს-სამსახური.
„იქ ტყუილად აქვთ იმედი, რომ პასუხისმგებლობას თავიდან აიცილებენ. მით უმეტეს, რომ ყველა საიდუმლო აუცილებლად გამოაშკარავდება. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში ბევრი გონიერი ადამიანია, რომლებსაც ესმით, თუ რა საფრთხეს უქმნიან მათი ლიდერების უგუნური ქმედებები მთელ მსოფლიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, ლონდონი და პარიზი განიხილავენ კიევისთვის წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული M51.1 ბალისტიკური რაკეტიდან მცირე ზომის ბირთვული ქობინის TN75 ფარულად გადაცემის შესაძლებლობას.
„საუბარია ამ სფეროში არსებული ევროპული კომპონენტების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების უკრაინისთვის ფარულ გადაცემაზე. როგორც ვარიანტი განიხილება წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული M51.1 ბალისტიკური რაკეტის ფრანგული TN75 მცირე ზომის ქობინი“, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბრიტანელებმა და ფრანგებმა იციან, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა არღვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას და ამიტომაც სურთ იარაღის გადაცემა ისე წარმოაჩინონ, თითქოს იგი კიევმა თავად შეიმუშავა.
„ბრიტანელები და ფრანგები აცნობიერებენ, რომ მათი გეგმები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, პირველ რიგში, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. ამიტომაც, მათი ძალისხმება კონცენტრირებულია იმაზე, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, რომ იგი კიევმა თავად შეიმუშავა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უარი განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მიწოდების ავანტიურაში მონაწილეობაზე.
„ბერლინმა ამ სახიფათო ავანტიურაში მონაწილეობის მიღებაზე გონივრული უარი თქვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.“, - ნათქვამია განცხადებაში.