https://sputnik-georgia.com/20260224/ramdeni-pensioneria-saqartveloshi-297294678.html
რამდენი პენსიონერია საქართველოში - მონაცემები განახლდა
რამდენი პენსიონერია საქართველოში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
დღეისთვის საქართველოში ასაკობრივ პენსიას ქალები 60 წლიდან, მამაკაცები კი 65 წლიდან იღებენ 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T11:37+0400
2026-02-24T11:37+0400
2026-02-24T11:37+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252332400_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_6ff4910c3b63eaba45f6d0a258b59f31.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2025 წელს ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 885,5 ათასს მიაღწია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,4% ქალია - პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს.პენსიონერთა რაოდენობით ხუთეულშია - იმერეთი (15,5%), ქვემო ქართლი (10,3%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (10,2%) და კახეთი (8,5%),დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252332400_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_1d3e1b754c04a8d33e57e725aa3cc46b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
რამდენი პენსიონერია საქართველოში - მონაცემები განახლდა
დღეისთვის საქართველოში ასაკობრივ პენსიას ქალები 60 წლიდან, მამაკაცები კი 65 წლიდან იღებენ
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2025 წელს ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 885,5 ათასს მიაღწია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,4% ქალია - პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს.
პენსიონერთა რაოდენობით ხუთეულშია - იმერეთი (15,5%), ქვემო ქართლი (10,3%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (10,2%) და კახეთი (8,5%),
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.
ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.