https://sputnik-georgia.com/20260224/qveknis-masshtabit-ukanono-saamqroebi-gamoavlines-297302603.html
ქვეყნის მასშტაბით 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ქვეყნის მასშტაბით 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
Sputnik საქართველო
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც. 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T18:00+0400
2026-02-24T18:00+0400
2026-02-24T18:00+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი გამოავლინეს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). უკანონო ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი გამოვლინდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ფარდულში. მიმდებარე „საქმიან ეზოში“ კი სამართალდამრღვევს განთავსებული ჰქონდა 6 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული სხვადასხვა ზომის ბოძი. უწყების ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში ლენტური (ვერტიკალური) ტიპის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში კი, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს, რომლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 7 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. დეპარტამენტის განცხადებით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ბოლო წლებში სამართალდარღვევის ფაქტების კლება ფიქსირდება. შემცირებულია უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობაც. 2024 წელს დეპარატამენტის მიერ 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო იყო გამოვლენილი, 2025 წელს კი 31-ით ნაკლები, 62 ფაქტი გამოვლინდა. გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი გამოავლინეს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
უკანონო ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი გამოვლინდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ფარდულში. მიმდებარე „საქმიან ეზოში“ კი სამართალდამრღვევს განთავსებული ჰქონდა 6 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული სხვადასხვა ზომის ბოძი.
უწყების ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში ლენტური (ვერტიკალური) ტიპის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში კი, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს, რომლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 7 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის განცხადებით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ბოლო წლებში სამართალდარღვევის ფაქტების კლება ფიქსირდება. შემცირებულია უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობაც. 2024 წელს დეპარატამენტის მიერ 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო იყო გამოვლენილი, 2025 წელს კი 31-ით ნაკლები, 62 ფაქტი გამოვლინდა.
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.