https://sputnik-georgia.com/20260224/prokuraturam-12-pirs-brali-warudgina-297315246.html
შანტაჟი, ფარული კამერები და ინტიმური ფოტოები: პროკურატურამ 12 პირს ბრალი წაუყენა
შანტაჟი, ფარული კამერები და ინტიმური ფოტოები: პროკურატურამ 12 პირს ბრალი წაუყენა
Sputnik საქართველო
სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს. 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T22:00+0400
2026-02-24T22:00+0400
2026-02-24T22:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქმის ფიგურანტებიდან ერთ-ერთს ბრალი ედება სექსუალური აქტის ჩადენის იძულების შვიდ ეპიზოდში, პირადი ინფორმაციის გავრცელების მუქარის გამოყენებით. მონაცემები მოპოვებულია ინტერნეტ-აპლიკაციების გამოყენებით. ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პატიმრობაში იმყოფება.4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მხილებულია 6 პირი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს, შეინახეს და გაავრცელეს დაზარალებულების, მათ შორის არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულმა ორმა პირმა ფარულად ჩაიწერეს და შეინახეს დაზარალებულის პირადი და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ისნი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.გარდა ამისა, საქმის 3-მა ფიგურანტმა მცირეწლოვანი ბავშვის აქსესუარში (ჩაფხუტში) დაამონტაჟეს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ბავშვს, კერძო საუბრების ჩაწერის მიზნით გაატანეს დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში.სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
შანტაჟი, ფარული კამერები და ინტიმური ფოტოები: პროკურატურამ 12 პირს ბრალი წაუყენა
სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის ფიგურანტებიდან ერთ-ერთს ბრალი ედება სექსუალური აქტის ჩადენის იძულების შვიდ ეპიზოდში, პირადი ინფორმაციის გავრცელების მუქარის გამოყენებით. მონაცემები მოპოვებულია ინტერნეტ-აპლიკაციების გამოყენებით. ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პატიმრობაში იმყოფება.
4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მხილებულია 6 პირი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს, შეინახეს და გაავრცელეს დაზარალებულების, მათ შორის არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულმა ორმა პირმა ფარულად ჩაიწერეს და შეინახეს დაზარალებულის პირადი და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ისნი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
გარდა ამისა, საქმის 3-მა ფიგურანტმა მცირეწლოვანი ბავშვის აქსესუარში (ჩაფხუტში) დაამონტაჟეს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ბავშვს, კერძო საუბრების ჩაწერის მიზნით გაატანეს დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.