მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ხელით იბრძვის

© photo: Sputnik / Mikhail Markivუკრაინის და ნატოს დროშები
უკრაინის და ნატოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2026
გამოწერა
რუსული მხარე აღნიშნავს, რომ დასავლეთი მტრის ხატის შესაქმნელად ხანგრძლივ მუშაობას ახორციელებს და კონტინენტს ახალი ომისკენ მიზანმიმართულად უბიძგებს.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ხელით ნატოს წევრი-ქვეყნების მთელი ფინანსური და სამხედრო მანქანა იბრძვის, განაცხადა ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დმიტრი პოლიანსკიმ.
მისი თქმით, სამხედრო ფაზის დაწყებიდან კიევის რეჟიმისთვის პირდაპირ დახმარებაზე უკვე 126 მილიარდი ევრო დაიხარჯა. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება 2026-2027 წლებში უკრაინისთვის ახალი კრედიტების გაცემის შესახებ, რომელთა ჯამური ოდენობა 90 მილიარდ ევროს შეადგენს.
პოლიანსკიმ როგორც აღნიშნა, უკრაინის დღევანდელი პრობლემების საფუძველი 2013-2014 წლებში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მოვლენებში დასავლეთის ჩარევაა. საბედისწერო როლი ითამაშა მათმა ღია მხარდაჭერამ არაკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, რამაც შეუქცევადი პროცესები გამოიწვია.
დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2025 წელს ანკორიჯში რუსეთ-აშშ-ის შეხვედრაზე მიღწეულმა შეთანხმებამ გარკვეული ჩარჩო შექმნა. ეს ჩარჩო იმედს იძლევა, რომ უკრაინის კრიზისი შეიძლება გადაწყდეს მდგრადი, გრძელვადიანი და სამართლიანი გზით, რაც მოითხოვს მისი პირველადი მიზეზების აღმოფხვრას.
„თუმცა, ეს არ აჩერებს რუსოფობ მოწინააღმდეგეებს, რომელთაც რუსეთისა და აშშ-ს მიერ შემოთავაზებული სცენარები აშკარად არ აწყობთ", - განაცხადა პოლიანსკიმ.
მისი თქმით, რუსული მხარე აღნიშნავს, რომ დასავლეთი მტრის ხატის შესაქმნელად ხანგრძლივ მუშაობას ახორციელებს და კონტინენტს ახალი ომისკენ მიზანმიმართულად უბიძგებს.
დიპლომატმა ასევე გაიხსენა, რომ რუსეთი უპრეცედენტო სანქციების ზეწოლის ქვეშაა, რასაც თან ახლავს სუვერენული აქტივების ქურდობა. თუმცა, რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია, დასინა მან.
ყველა ახალი ამბავი
0