https://sputnik-georgia.com/20260224/kaxetsa-da-qvemo-qartlshi-aralegaluri-sawarmoebi-agmoachines-297296127.html
კახეთსა და ქვემო ქართლში რძის არალეგალური რძის საწარმოები აღმოაჩინეს
კახეთსა და ქვემო ქართლში რძის არალეგალური რძის საწარმოები აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
სეს-ის ცნობით, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T13:48+0400
2026-02-24T13:48+0400
2026-02-24T13:48+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/54/239425483_0:189:2971:1860_1920x0_80_0_0_29d4597aa00e23cbbd5b8c8f2cd52acb.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. კახეთსა და ქვემო ქართლში ნედლი რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, ლაგოდეხის სოფელ ნაშოვარში ფიზიკური პირი სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ე.წ. ყველს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში კი ინდმეწარმე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ამუშავებდა რძეს და აწარმოებდა ე.წ. ყველს. უწყების ცნობით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/54/239425483_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_912a206f6155c50d08ace6bf9c12ffce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
კახეთსა და ქვემო ქართლში რძის არალეგალური რძის საწარმოები აღმოაჩინეს
სეს-ის ცნობით, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. კახეთსა და ქვემო ქართლში ნედლი რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ლაგოდეხის სოფელ ნაშოვარში ფიზიკური პირი სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ე.წ. ყველს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში კი ინდმეწარმე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ამუშავებდა რძეს და აწარმოებდა ე.წ. ყველს.
უწყების ცნობით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.