https://sputnik-georgia.com/20260224/kavelashvilma-gulmanovas-umaspinzla-297315516.html
საქართველომ და თურქმენეთმა „შუა დერეფნის" განვითარებასა და უსაფრთხოებაზე იმსჯელეს
საქართველომ და თურქმენეთმა „შუა დერეფნის" განვითარებასა და უსაფრთხოებაზე იმსჯელეს
Sputnik საქართველო
თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვა საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 23 თებერვალს ეწვია. 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T22:14+0400
2026-02-24T22:14+0400
2026-02-24T22:14+0400
საქართველო
თურქმენეთი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/18/297313449_0:292:1955:1392_1920x0_80_0_0_83d0a2e546c902b1b8703153022f7fd0.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქმენეთის მეჯლისის სპიკერ დუნიაგოზელ გულმანოვათან გამართულ შეხვედრაზე „შუა დერეფნის" განვითარებაში, მის უსაფრთხოებასა და ეფექტურ ფუნქციონირებაში საქართველოს როლი განიხილა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი. ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს.აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერებასა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას უწყობს ხელს.როგორც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით. მისი თქმით, თურქმენეთის სამშვიდობო პოლიტიკა რეგიონში იმ პოლიტიკის იდენტურია, რომელსაც საქართველო სამხრეთ კავკასიაში ატარებს. პრეზიდენტის სასახლეში.გულმანოვას საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს, ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ.საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
საქართველო
თურქმენეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/18/297313449_0:109:1955:1575_1920x0_80_0_0_4cf8512b880570d21ff390e560b51bd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქმენეთი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქმენეთი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველომ და თურქმენეთმა „შუა დერეფნის" განვითარებასა და უსაფრთხოებაზე იმსჯელეს
თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვა საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 23 თებერვალს ეწვია.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქმენეთის მეჯლისის სპიკერ დუნიაგოზელ გულმანოვათან გამართულ შეხვედრაზე „შუა დერეფნის" განვითარებაში, მის უსაფრთხოებასა და ეფექტურ ფუნქციონირებაში საქართველოს როლი განიხილა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი. ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს.
აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერებასა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
როგორც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით. მისი თქმით, თურქმენეთის სამშვიდობო პოლიტიკა რეგიონში იმ პოლიტიკის იდენტურია, რომელსაც საქართველო სამხრეთ კავკასიაში ატარებს. პრეზიდენტის სასახლეში.
გულმანოვას საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს, ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.