https://sputnik-georgia.com/20260224/bochorishvili-gaeros-komisars-shexvda-297301784.html
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T17:29+0400
2026-02-24T17:29+0400
2026-02-24T17:29+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაერო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/18/297295211_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_212bc7a0118b71d7d637e04ca54a22e8.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ ტურკს შეხვდა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ვოლკერ ტურკთან შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში გამართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე კვლავ წარადგენს რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი გუშინ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიას დაესწრო და დამსწრეთ სიტყვით მიმართა. მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს დემოკრატიული განვითარების დინამიკასა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსესაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (HRC) გაეროს სისტემაში მთავრობათაშორისო ორგანოა, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემის ხელშეწყობაზე და დაცვაზეა პასუხისმგებელი. ის სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. საბჭო საქმიანობას ჟენევაში ახორციელებს. საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ორჯერ იყო - 2016-2018 და 2023-2025 წლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/18/297295211_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_920f6eea2e697f2cf555ecb2c1154711.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , გაერო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , გაერო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ ტურკს შეხვდა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ვოლკერ ტურკთან შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე უსაფრთხოების სფეროში არსებულ ვითარებასა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი) კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე კვლავ წარადგენს რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი გუშინ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიას დაესწრო და დამსწრეთ სიტყვით მიმართა. მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს დემოკრატიული განვითარების დინამიკასა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსესაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (HRC) გაეროს სისტემაში მთავრობათაშორისო ორგანოა, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემის ხელშეწყობაზე და დაცვაზეა პასუხისმგებელი. ის სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. საბჭო საქმიანობას ჟენევაში ახორციელებს. საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ორჯერ იყო - 2016-2018 და 2023-2025 წლებში.