https://sputnik-georgia.com/20260223/ukanono-sasaklaoebi-agmoachines-297286527.html
აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე. 23.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-23T19:29+0400
2026-02-23T19:29+0400
2026-02-23T19:29+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296404415_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1ae826a9eaaeb03318e58caa2e34bfce.jpg
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ერთ შემთხვევაში ფიზიკური პირი აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა საქონელს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ დამხმარე სათავსოში ამუშავებდა, რის შემდეგაც ყიდდა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული საქონლის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში კი ინდმეწარმე კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და შემდეგ ყიდდა. მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. უწეყბის ცნობით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე. არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა და ფრინველთა არაერთი არალეგალური სასაკლაო და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296404415_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4bef9986566780cd64ebfb4b7685d7ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთ შემთხვევაში ფიზიკური პირი აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა საქონელს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ დამხმარე სათავსოში ამუშავებდა, რის შემდეგაც ყიდდა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული საქონლის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში კი ინდმეწარმე კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და შემდეგ ყიდდა. მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
უწეყბის ცნობით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.
სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე. არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა და ფრინველთა არაერთი არალეგალური სასაკლაო და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.