https://sputnik-georgia.com/20260223/saqartveloshi-ukanono-tevzcheris-paqti-gamovlinda-297279789.html
სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
გასულ წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 23.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-23T13:19+0400
2026-02-23T13:19+0400
2026-02-23T13:19+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ed5b3e11b34ef469ec9ea84f1829b294.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აბაშის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2,5 კგ. თევზი - უკანონოდ მოპოვებული თევზისა და თევზჭერის აკრძალული საშუალების ტრანსპორტირებას ახდენდა. რადგანაც ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.2025 წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. რაც შეეხება ელექტროიარაღით თევზჭერას, გასულ წელს ამ აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის 59 ფაქტი დაფიქსირდა.დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_60:0:2791:2048_1920x0_80_0_0_b8f7950bf3699a06ee5b7168ff3c4c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გასულ წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აბაშის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2,5 კგ. თევზი - უკანონოდ მოპოვებული თევზისა და თევზჭერის აკრძალული საშუალების ტრანსპორტირებას ახდენდა.
რადგანაც ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
2025 წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. რაც შეეხება ელექტროიარაღით თევზჭერას, გასულ წელს ამ აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის 59 ფაქტი დაფიქსირდა.
დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.