https://sputnik-georgia.com/20260223/kobaxidzem-tokaevs-telefonit-esaubra-297290858.html
კობახიძემ და ტოკაევმა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს
კობახიძემ და ტოკაევმა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს
Sputnik საქართველო
საუბრის დროს ოფიციალურმა პირებმა მოსაზრებები გაცვალეს მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. 23.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-23T22:00+0400
2026-02-23T22:00+0400
2026-02-23T22:00+0400
საქართველო
ყირგიზეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/06/292036394_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_34dcfdc523aa4edb1e9131820b007843.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სატელეფონო საუბრისას ყაზახურ-ქართული ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს, იუწყება ყაზახური მედია.ქართული მხარის ინიციატივით გამართული საუბრის დროს ოფიციალურმა პირებმა მოსაზრებები გაცვალეს მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. მხარეები შეთანხმდნენ უმაღლეს დონეზე კონტაქტების გააქტიურების შესახებ.დღეს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა „აკ ორდას“ რეზიდენციაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს უმასპინძლა. მხარეებმა სამართალდამცავ ორგანოებსა და დანაშაულის პრევენციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.როგორც ტოკაევმა აღნიშნა, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყაზახეთის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია. მისი თქმით, ორ ხალხს შორის ურთიერთობებმა, რომლებსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვთ, დროს გაუძლო.საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში.ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
საქართველო
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/06/292036394_160:0:1980:1365_1920x0_80_0_0_b94bbd03520b8b1ead6a607f38def16c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყირგიზეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ყირგიზეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძემ და ტოკაევმა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს
საუბრის დროს ოფიციალურმა პირებმა მოსაზრებები გაცვალეს მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სატელეფონო საუბრისას ყაზახურ-ქართული ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს, იუწყება ყაზახური მედია.
ქართული მხარის ინიციატივით გამართული საუბრის დროს ოფიციალურმა პირებმა მოსაზრებები გაცვალეს მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. მხარეები შეთანხმდნენ უმაღლეს დონეზე კონტაქტების გააქტიურების შესახებ.
დღეს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა „აკ ორდას“ რეზიდენციაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს უმასპინძლა. მხარეებმა სამართალდამცავ ორგანოებსა და დანაშაულის პრევენციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
როგორც ტოკაევმა აღნიშნა, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყაზახეთის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია.
მისი თქმით, ორ ხალხს შორის ურთიერთობებმა, რომლებსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვთ, დროს გაუძლო.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში.
ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.