https://sputnik-georgia.com/20260223/kobaxidze-iunkerebma-gmirobis-magaliti-dagvitoves-297282477.html
კობახიძე: იუნკერებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს
კობახიძე: იუნკერებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს
Sputnik საქართველო
საქართველოში 23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება. 23.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-23T15:48+0400
2026-02-23T15:48+0400
2026-02-23T15:48+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290085460_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a3ea3ff1a25ea62b4e8c11d20788e81b.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. იუნკერებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს, რომლითაც თითოეულმა ქართველმა უნდა იხელმძღვანელოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. 23 თებერვალს 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290085460_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_bd2b661c85187dccd0a9dcc23c0ce0aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: იუნკერებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს
საქართველოში 23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. იუნკერებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს, რომლითაც თითოეულმა ქართველმა უნდა იხელმძღვანელოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
23 თებერვალს 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი.
„პატივს მივაგებთ იუნკერთა ხსოვნას. ეს არის თავგანწირვის, თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი. ჩვენი ვალია იუნკერებისთვის პატივის მიგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.