https://sputnik-georgia.com/20260223/2025-wels-polonetidan-2000-qartveli-gamoazeves-297292124.html
2025 წელს პოლონეთიდან თითქმის 2 ათასი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
2025 წელს პოლონეთიდან თითქმის 2 ათასი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
Sputnik საქართველო
როგორც სასაზღვრო სამსახურში განმარტეს, ერთი ადამიანის დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საფუძვლით იქნას მიღებული. 23.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-23T22:23+0400
2026-02-23T22:23+0400
2026-02-23T22:23+0400
საქართველო
პოლონეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272444505_0:150:1600:1050_1920x0_80_0_0_b6f203ab64e6816616f52b054f1c08ed.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. 2025 წელს პოლონეთიდან უცხო ქვეყნის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, რომელთა უმეტესობა საქართველოს, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები არიან, ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების მონაცემების თანახმად, დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებების ყველაზე დიდი რაოდენობა შეეხებოდა: საქართველოს მოქალაქეებს - 1900-ზე მეტი, ბელარუსის - თითქმის 1300 და უკრაინის მოქალაქეებს - 1200-ზე მეტი.„უცხოელთა დეპორტაცია ასევე განხორციელდა მოლდოვასა და კოლუმბიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.უწყების განმარტებით, დეპორტაციის მიზეზები სხვადასხვა იყო.„3800 შემთხვევაში საქმე ეხებოდა დოკუმენტების არარსებობას, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის უფლებას იძლევა, 2600 შემთხვევაში - შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე ყოფნის დასაშვები ვადის გადაცილებას, 2300 შემთხვევაში - კანონდარღვევით საზღვრის კვეთას ან გადაკვეთის მცდელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.გარდა ამისა, გადაწყვეტილებების საფუძველი სულ უფრო ხშირად ხდება „ეროვნული თავდაცვის ან უსაფრთხოების ინტერესები და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“ - აღნიშნული მიზეზები ფიგურირებს დეპორტაციის შესახებ მიღებულ 1700 გადაწყვეტილებაში.ამასთან, როგორც უწყებაში განმარტეს, ერთი ადამიანის დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საფუძვლით იქნას მიღებული.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272444505_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_4e21e5d8b4f2359094781eee8f0df7a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
საქართველო, პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
2025 წელს პოლონეთიდან თითქმის 2 ათასი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
როგორც სასაზღვრო სამსახურში განმარტეს, ერთი ადამიანის დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საფუძვლით იქნას მიღებული.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. 2025 წელს პოლონეთიდან უცხო ქვეყნის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, რომელთა უმეტესობა საქართველოს, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები არიან, ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„2025 წელს სასაზღვრო სამსახურის ორგანოების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ დაახლოებით 9000 გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მონაცემების თანახმად, დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებების ყველაზე დიდი რაოდენობა შეეხებოდა: საქართველოს მოქალაქეებს - 1900-ზე მეტი, ბელარუსის - თითქმის 1300 და უკრაინის მოქალაქეებს - 1200-ზე მეტი.
„უცხოელთა დეპორტაცია ასევე განხორციელდა მოლდოვასა და კოლუმბიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, დეპორტაციის მიზეზები სხვადასხვა იყო.
„3800 შემთხვევაში საქმე ეხებოდა დოკუმენტების არარსებობას, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის უფლებას იძლევა, 2600 შემთხვევაში - შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე ყოფნის დასაშვები ვადის გადაცილებას, 2300 შემთხვევაში - კანონდარღვევით საზღვრის კვეთას ან გადაკვეთის მცდელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, გადაწყვეტილებების საფუძველი სულ უფრო ხშირად ხდება „ეროვნული თავდაცვის ან უსაფრთხოების ინტერესები და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“ - აღნიშნული მიზეზები ფიგურირებს დეპორტაციის შესახებ მიღებულ 1700 გადაწყვეტილებაში.
ამასთან, როგორც უწყებაში განმარტეს, ერთი ადამიანის დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საფუძვლით იქნას მიღებული.