საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ფიგურული ციგურაობის გალაღონისძიებაში მონაწილეობდნენ

© Georgian National Olympic Committeeლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა
ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2026
გამოწერა
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ისტორიული აღმოჩნდა.
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გალაწარმოდგენა მოეწყო.
ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა და ნიკა ეგაძემ მიიღეს.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ისტორიული აღმოჩნდა.
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაშიც და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0