https://sputnik-georgia.com/20260222/kontraqtor-kompaniastan-xelshekruleba-gackvites-297272699.html
ამოვწურეთ რესურსი: მგფ-ის დირექტორი კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე
ამოვწურეთ რესურსი: მგფ-ის დირექტორი კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე
Sputnik საქართველო
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ... 22.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-22T19:37+0400
2026-02-22T19:37+0400
2026-02-22T19:37+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/08/293257031_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_e5e4c8179db8d7e5bf523eeb280ffb3f.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. კონტრაქტორთან ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და გაგრძელებულიყო სამუშაოები, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი, განაცხადა მუნიციპალური ფონდის განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ.მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.ურუშაძის განცხადებით, ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, პროცესიც მათთან შეთანხმებით მიმდინარეობს.როგორც მუნიციპალური განვითარების ფონში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.30 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერში გაფორმდა და პირვანდელი პროექტით, რეაბილიტაცია 20 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიებმა აღნიშნულ ვადებში ვალდებულების შესრულება ვერ შეძლეს და ამ დრომდე პროექტის ბიუჯეტის მხოლოდ 73% არის ათვისებული.პროცესის პარალელურად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“ (EPTISA) დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. ეს აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შედგენისთვის, რაც ახალი ტენდერის მოსამზადებლად არის საჭირო.ველისციხე კახეთის ერთ-ერთ უძველესი და დიდი დასახლებაა - გურჯაანის მუნიციპალიტეტის უძველესი სოფელი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, უძველესი უბნებითა და ისტორიული წარსულით. ველისციხის ისტორიულ წარსულს მოწმობს სოფლის ისტორიულ-არქიტექტორული ძეგლების სიმრავლეც, საიდანაც აღსანიშნავია არქიტექტურული კომპლექსი (VI-XVIIIსს), რომელშიც შედის ყველაწმინდის უძველესი სამნავიანი ბაზილიკა, ღვთისმშობლის შობის ტაძარი და წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიები, სამრეკლო, გალავანი, მამისაანთ საყდარი და კვირაცხოვლის ეკლესია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/08/293257031_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_1bd6bea038724a87397f036dcc83c812.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ამოვწურეთ რესურსი: მგფ-ის დირექტორი კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. კონტრაქტორთან ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და გაგრძელებულიყო სამუშაოები, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი, განაცხადა მუნიციპალური ფონდის განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ურუშაძის განცხადებით, ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, პროცესიც მათთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
„ფაქტობრივად, კონტრაქტორთან ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაწყვეტილიყო ეს კონტრაქტი. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროექტი ADB-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ამიტომაც ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დონორი ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება. ამის შემდეგ გამოცხადდება ახალი ტენდერი სამუშაოების დასრულების მიზნით," - აღნიშნა ურუშაძემ.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.
30 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერში გაფორმდა და პირვანდელი პროექტით, რეაბილიტაცია 20 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიებმა აღნიშნულ ვადებში ვალდებულების შესრულება ვერ შეძლეს და ამ დრომდე პროექტის ბიუჯეტის მხოლოდ 73% არის ათვისებული.
პროცესის პარალელურად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“ (EPTISA) დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. ეს აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შედგენისთვის, რაც ახალი ტენდერის მოსამზადებლად არის საჭირო.
ველისციხე კახეთის ერთ-ერთ უძველესი და დიდი დასახლებაა - გურჯაანის მუნიციპალიტეტის უძველესი სოფელი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, უძველესი უბნებითა და ისტორიული წარსულით. ველისციხის ისტორიულ წარსულს მოწმობს სოფლის ისტორიულ-არქიტექტორული ძეგლების სიმრავლეც, საიდანაც აღსანიშნავია არქიტექტურული კომპლექსი (VI-XVIIIსს), რომელშიც შედის ყველაწმინდის უძველესი სამნავიანი ბაზილიკა, ღვთისმშობლის შობის ტაძარი და წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიები, სამრეკლო, გალავანი, მამისაანთ საყდარი და კვირაცხოვლის ეკლესია.