ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია

© AFP 2024 / Mohd Rasfanფარიკაობა
ფარიკაობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2026
გამოწერა
საქართველო იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. თბილისში გამართულ იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, იუწყება პირველი არხი.
კადეტებს შორის კონტინენტის პირველობაზე ურუშაძემ ფინალში თურქი ჯანდენიზ ბერაქი დაამარცხა.
ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში – რუმინელ, ნახევარფინალში კი უნგრელ მოწინააღმდეგეს სძლია.
საქართველო იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0