უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმშრალი ხიდი
მშრალი ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2026
გამოწერა
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,3% შეადგინა, რაც 2024 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელთან შეადრებით 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
2025 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ შეადგინა 13,3%, მეორე კვარტალში - 14,3%, პირველში - 14,7%, 2024 წლის მეოთხე კვარტალში - 14,2, მესამე კვარტალში - 13,8,
2024 წელში უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.
უმუშევრობა ციფრებში
2025 წლის მეოთხე კვარტალში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში უმუშევრობა გაიზარდა 0,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად 3,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად 15,6 და 10,% შეადგინა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. 2025 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებს შორის 0,7 პროცენტული პუნქტით, მამაკაცებს შორის კი 1,1%-ით შემცირდა და შესაბამისად 10,3% და 15,6% შეადგინა.
მოსახლეობის აქტივობა
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2025 წლის მეოთხე კვარტალში 54,5% შეადგინა - 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6 პროცენტული პუნქტით ნაკლები.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„ქალაქის ტიპის დასახლებებში სამუშაო ძალის აქტივობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი 0,3-ით გაიზარდა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით უცვლელი დარჩა და 47,3% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 69,3% შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის თანაბარია.
სამუშაო ძალის მაქტივობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში -აღნიშნულმა მაჩვენებელმა ქალებში 44,5%, ხოლო მამაკაცებში 65,5% შეადგინა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 0,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მამაკაცებში კი 0,8%-ის გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0