მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი გლობალური ტარიფები დაუწესა

© photo: Sputnik / Сергей Бобылев / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2026
გამოწერა
როგორც ტრამპმა განაცხადა, აღნიშნული ტარიფების დაწესებით მას ქვეყნის დაცვა სურს
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი ტარიფები ძალაში 24 თებერვალს შევა და 150 დღის განმავლობაში იმოქმედებს, განაცხადეს თეთრ სახლში.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფების დაწესების შესახებ.
„ჩემთვის დიდი პატივია, ოვალურ კაბინეტში ხელი მოვაწერო ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი გლობალური ტარიფის დაწესებას. ეს ბრძანება თითქმის დაუყონებლივ ამოქმედდება" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპის მიერ დამატებითი 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადებას წინ უძღვოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ მას სათადარიგო გეგმა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0