https://sputnik-georgia.com/20260221/servisebis-ganvitarebis-saagentom-ganmarteba-gaaketa-297261122.html
ხარვეზი ახალ პასპორტებში: სერვისების განვითარების სააგენტომ განმარტება გააკეთა
ხარვეზი ახალ პასპორტებში: სერვისების განვითარების სააგენტომ განმარტება გააკეთა
Sputnik საქართველო
ხარვეზიანი დოკუმენტების შემოწმება და შეცვლა ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა, განაცხადეს უწყებაში 21.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-21T19:00+0400
2026-02-21T19:00+0400
2026-02-21T19:00+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_0:148:2000:1273_1920x0_80_0_0_6f3af496fd727ae724aa05bc7f5e7fb8.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა ახალ პასპორტებში ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს.ოპოზიციურ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ ახალი პასპორტების მიღების შემდეგ საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლო. მათ, ვისაც დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო პასპორტების შეცვლა მოუწიათ, განაცხადეს, რომ დოკუმენტის შეცვლა სააგენტოდან ზარის შემდეგ და საზღვრის გადაკვეთამდე მოხდა.ამასთან, სააგენტოში აღნიშნეს, რომ ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩანაცვლება ინდივიდუალური წესით ხდება.„იმ შემთხვევაში, თუ პროცესში, ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო ინდივიდუალურად უკავშირდება თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ისე მოქალაქეთა ინტერესების დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაცემული დოკუმენტების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, ხარვეზიანი დოკუმენტების შემოწმება და შეცვლა კი ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა.როგორც სააგენტოში აღნიშნეს, მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, სააგენტომ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს და დოკუმენტების უფასოდ შეცვლა იმავე დღეს შესთავაზა.საქართველოში მიმდინარე წლის იანვრიდან ახალი თაობის განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და პასპორტების გაცემა დაიწყო. დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში, საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციის მიუხედავად.დამატებით რაიმე დოკუმენტების ან ფოტოს წარდგენა საჭირო არ არის. ვინც პირადობის მოწმობას პირველად იღებს, წარადგენს დაბადების მოწმობას. დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება ხდება ელექტრონულად, ადგილზე.დოკუმენტები გაიცემა განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. შესაძლებელია პროცესის დაჩქარება და დოკუმენტის იმავე დღეს მიღება.საქართველოში პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტის ღირებულებას, ის 150-დან 350 ლარამდე მერყეობს დამზადების დროიდან გამომდინარე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_72a661efe1e9ed608c208dc0dc0f03f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ხარვეზი ახალ პასპორტებში: სერვისების განვითარების სააგენტომ განმარტება გააკეთა
ხარვეზიანი დოკუმენტების შემოწმება და შეცვლა ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა, განაცხადეს უწყებაში
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა ახალ პასპორტებში ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს.
ოპოზიციურ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ ახალი პასპორტების მიღების შემდეგ საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლო. მათ, ვისაც დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო პასპორტების შეცვლა მოუწიათ, განაცხადეს, რომ დოკუმენტის შეცვლა სააგენტოდან ზარის შემდეგ და საზღვრის გადაკვეთამდე მოხდა.
„ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს და მოქალაქეებს ამ მიზეზით გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ. სააგენტო სხვა უწყებებთან ერთად იკვლევს კონკრეტულ ერთეულ შემთხვევებს და საჭიროების შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, სააგენტოში აღნიშნეს, რომ ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩანაცვლება ინდივიდუალური წესით ხდება.
„იმ შემთხვევაში, თუ პროცესში, ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო ინდივიდუალურად უკავშირდება თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ისე მოქალაქეთა ინტერესების დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაცემული დოკუმენტების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, ხარვეზიანი დოკუმენტების შემოწმება და შეცვლა კი ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, სააგენტომ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს და დოკუმენტების უფასოდ შეცვლა იმავე დღეს შესთავაზა.
საქართველოში მიმდინარე წლის იანვრიდან ახალი თაობის განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და პასპორტების გაცემა დაიწყო. დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში, საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციის მიუხედავად.
დამატებით რაიმე დოკუმენტების ან ფოტოს წარდგენა საჭირო არ არის. ვინც პირადობის მოწმობას პირველად იღებს, წარადგენს დაბადების მოწმობას. დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება ხდება ელექტრონულად, ადგილზე.
დოკუმენტები გაიცემა განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. შესაძლებელია პროცესის დაჩქარება და დოკუმენტის იმავე დღეს მიღება.
საქართველოში პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტის ღირებულებას, ის 150-დან 350 ლარამდე მერყეობს დამზადების დროიდან გამომდინარე.