https://sputnik-georgia.com/20260221/ramdeni-agrokredi-gaica-saqartveloshi-297255788.html
რამდენი აგროკრედიტია გაცემული საქართველოში - მონაცემები განახლდა
რამდენი აგროკრედიტია გაცემული საქართველოში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის კრედიტს 14 ფინანსური ორგანიზაცია გასცემს. 21.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-21T13:37+0400
2026-02-21T13:37+0400
2026-02-21T13:37+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586430_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_a6d232488ba06b07f3b6003082976e94.jpg
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ბოლო რვა წლის განმავლობაში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოში 50 ათასზე მეტი კრედიტი გაიცა, რომლის ჯამურმა ოდენობამ 8,2 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამისათვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტია“, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან ხორციელდება. ამ დროისთვის კრედიტს 14 ფინანსური ორგანიზაცია გასცემს.„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი მიზანია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის – იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროგრამა „დარგე მომავალი", რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586430_45:0:1485:1080_1920x0_80_0_0_dd907a8cc5c673d89e90564c1176d2e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი აგროკრედიტია გაცემული საქართველოში - მონაცემები განახლდა
ამ დროისთვის კრედიტს 14 ფინანსური ორგანიზაცია გასცემს.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ბოლო რვა წლის განმავლობაში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოში 50 ათასზე მეტი კრედიტი გაიცა, რომლის ჯამურმა ოდენობამ 8,2 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამისათვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტია“, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან ხორციელდება. ამ დროისთვის კრედიტს 14 ფინანსური ორგანიზაცია გასცემს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი მიზანია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის – იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).
აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროგრამა „დარგე მომავალი", რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.