ფინეთმა უკრაინას რუსეთთან სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა

© AP Photo / Efrem Lukatskyუკრაინის დროშა
უკრაინის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2026
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, კიევი სერიოზულ სირთულეებს აწყდება
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვთან, რადგანაც მისი სამომავლო პერსპექტივები სახარბიელოდ არ გამოიყურება, დაწერა ფინეთის პარტია „თავისუფლების ალიანსის" წევრმა არმანდო მემამ პლატფორმა X-ზე.
„უკრაინის მომავალი საკმაოდ დამთრგუნველად გამოიყურება. შესაძლოა, სწორედ ახლა იყოს იდეალური დრო დაყოვნების გარეშე მშვიდობის დასამყარებლად“, - დაწერა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, კიევი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. კერძოდ, ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას და ასევე 90 მლრდ ევროს ოდენობის სესხის დამტკიცებას, რაც, მისი შეფასებით, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მანამდე გაზეთმა Financial Times-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს ოდენობის სესხის გაცემას მხარი არ დაუჭირა. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბუდაპეშტსა და კიევს შორის უთანხმოების ფონზე მიქნა მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0