https://sputnik-georgia.com/20260221/papuashvili-gilocavt-konstituciis-dges-297256660.html
პაპუაშვილი: საქართველოს კოსტიტუცია - ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც
პაპუაშვილი: საქართველოს კოსტიტუცია - ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც
Sputnik საქართველო
1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. 21.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-21T12:18+0400
2026-02-21T12:18+0400
2026-02-21T12:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105-ე წლისთავს ულოცავს.1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი სიტყვებია -თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც.„ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ის ისტორიული ამოცანა, რომელიც ქართველი ერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში იდგა - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება", - დაწერა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, აღნიშნული დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა.საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა.კონსტიტუციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმდროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოს კოსტიტუცია - ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც
1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105-ე წლისთავს ულოცავს.
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.
„გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს. დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა სწორედ სუვერენიტეტიდან იწყება. ალბათ, არაფერი არ ასახავს ისე მკაფიოდ სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებას და მის წინაშე მდგომ ისტორიულ ამოცანას, როგორც მისი კონსტიტუციის პირველი მუხლი. ის მთავარი დებულება, სადაც აისახება, თუ რას ეფუძნება ქვეყანა და რა არის მისი არსებობის მთავარი აზრი", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი სიტყვებია -თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც.
„ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ის ისტორიული ამოცანა, რომელიც ქართველი ერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში იდგა - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება", - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, აღნიშნული დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა.
საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა.
კონსტიტუციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმდროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული.