იტალიელი გრაფიკული დიზაინერის შვილი საქართველოში გარდაიცვალა

© https://torino.repubblica.it/იტალიელი გრაფიკული დიზაინერის შვილი საქართველოში გარდაიცვალა
იტალიელი გრაფიკული დიზაინერის შვილი საქართველოში გარდაიცვალა - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2026
გამოწერა
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ცნობილი იტალიელი ბიზნესმენისა და გრაფიკული დიზაინერის ლუკა ბალარინის ვაჟი პიეტრო ბალარინი საქართველოში თხილამურებით სრიალისას დაიღუპა, იუწყება იტალიური მედია.
20 წლის პიეტრო ბალარინი საქართველოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა. ამ დროისთვის ცხედრის რეპატრიაციისთვის აუცილებელი პროცედურები ტარდება.
„პიეტრო ბედნიერი გარდაიცვალა, იმას აკეთებდა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთაში, გაუკვალავ თოვლში თხილამურებით სრიალი. ეს ხდება ფილმებში, ხდება რომანებში და ხდება რეალურ ცხოვრებაშიც. ერთადერთი, რაც მამშვიდებ ისაა, რომ ის ბედნიერი წავიდა“, - დაწერა დიზაინერმა სოციალურ ქსელში.
ლუკა ბალარინი იტალიელი კრეატიული მეწარმე, დიზაინერი, რედაქტორი და ბრენდინგისა და კომუნიკაციების სტუდია Bellissimo-ს დამფუძნებელია. იგი ასევე არის Torino Stratosferica-ს დამფუძნებელი.
ბალარინიi თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ბრენდებთან, როგორიცაა Absolut, Adidas, Lavazza.
ყველა ახალი ამბავი
0