https://sputnik-georgia.com/20260221/azerbaijanidan-somxetshi-navtobis-transportireba-gaiapda-297255944.html
საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება გაიაფდა
საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება გაიაფდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაა. 21.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-21T13:00+0400
2026-02-21T13:00+0400
2026-02-21T13:00+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24831/22/248312201_0:157:3083:1891_1920x0_80_0_0_ba86ffe0294030878d249c1000c2d120.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის სიმბოლური ფასი დააწესა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.2025 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველომ უზრუნველყო აზერბაიჯანიდან თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში ნავთობის ერთჯერადად, უფასო ტრანზიტი, შემდეგი პარტია სტანდარტული ტარიფით გადაიტანეს, რამაც სომხეთში უკმაყოფილება გამოიწვია.ტარიფების თემა საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსა და სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შორის ერევანში გამართულ შეხვედრაზე მსჯელობის მთავარი საგანი გახდა.ხუდატიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეგობრული გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფის დაწესდა.შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების განვითარებას.ქართულმა მხარემ ინფორმაცია წარადგინა საქართველოში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა სრული განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის კავშირს, სომხეთიდან საქონლის ტრანზიტს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას.აღინიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაა.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24831/22/248312201_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_cbcc0678fc9e2b6b306bb1b7b26d1073.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება გაიაფდა
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის სიმბოლური ფასი დააწესა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
2025 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველომ უზრუნველყო აზერბაიჯანიდან თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში ნავთობის ერთჯერადად, უფასო ტრანზიტი, შემდეგი პარტია სტანდარტული ტარიფით გადაიტანეს, რამაც სომხეთში უკმაყოფილება გამოიწვია.
ტარიფების თემა საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსა და სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შორის ერევანში გამართულ შეხვედრაზე მსჯელობის მთავარი საგანი გახდა.
ხუდატიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეგობრული გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფის დაწესდა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების განვითარებას.
ქართულმა მხარემ ინფორმაცია წარადგინა საქართველოში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა სრული განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის კავშირს, სომხეთიდან საქონლის ტრანზიტს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას.
აღინიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაა.