https://sputnik-georgia.com/20260220/xatia-wereteli-tavisupalia-297242810.html
პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია
პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია
Sputnik საქართველო
ხატია წერეთელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. 20.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-20T15:45+0400
2026-02-20T15:45+0400
2026-02-20T15:45+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24432/39/244323945_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_713ee8c4a63e4fdea65e87895e02b956.jpg
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ხატია წერეთელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“. ხატია წერეთელი სხვა 11 პირთან ერთად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2025 წლის აგვისტოში დააკავეს - სპეცოპერაციები თბილისსა და ზუგდიდში ჩატარდა, რის შედეგად 13 ობიექტი დაიხურა. სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან ხატია წერეთელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა - 1 წელი პირობითი მსჯავრი და 10 ათასი ლარი ჯარიმა. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ მასთან ერთად დაკავებული პირებიც. პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ პირთა შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ისე ჩინეთის მოქალაქეები - დანაშაულები 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24432/39/244323945_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9d712fa8e56879bfd9a33747c0fd9196.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია
ხატია წერეთელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ხატია წერეთელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
ხატია წერეთელი სხვა 11 პირთან ერთად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2025 წლის აგვისტოში დააკავეს - სპეცოპერაციები თბილისსა და ზუგდიდში ჩატარდა, რის შედეგად 13 ობიექტი დაიხურა.
სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან ხატია წერეთელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა - 1 წელი პირობითი მსჯავრი და 10 ათასი ლარი ჯარიმა. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ მასთან ერთად დაკავებული პირებიც.
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ პირთა შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ისე ჩინეთის მოქალაქეები - დანაშაულები 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა.