https://sputnik-georgia.com/20260220/svaneti-gemopests-umaspinzlebs-297234304.html
სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
ფესტივალთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისებია დანიშნული. 20.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-20T13:29+0400
2026-02-20T13:29+0400
2026-02-20T13:29+0400
საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი საქართველოში
სვანეთი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252254375_0:59:1081:667_1920x0_80_0_0_911fa6c794ea4759d90b37b7d021abfb.jpg
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. მესტია გასტრონომიულ ფესტივალ „გემო ფესტს“ 21-22 თებერვალს უმასპინძლებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.უწყების ცნობით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე ამ კვირის უქმეებზე 15:00 საათზე გაიმართება.როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, „გემო ფესტის“ მთავარი მიზანი გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება და შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა.ორი დღის განმავლობაში „გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. - „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე. ფესტივალის მუსიკალურად გაფორმებასა და სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ „გემო ფესტთან“ დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა.„გემო ფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა. ფესტივალი "გემო ფესტი" პირველად 2022 წელს ამბროლაურში გაიმართა, მას შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახე მიიღო.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252254375_56:0:1023:725_1920x0_80_0_0_1107f6a84cebc4cc104b46b13f23b540.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი საქართველოში, სვანეთი , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი საქართველოში, სვანეთი , ახალი ამბები, საზოგადოება
სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
ფესტივალთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისებია დანიშნული.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. მესტია გასტრონომიულ ფესტივალ „გემო ფესტს“ 21-22 თებერვალს უმასპინძლებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე ამ კვირის უქმეებზე 15:00 საათზე გაიმართება.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, „გემო ფესტის“ მთავარი მიზანი გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება და შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა.
„სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- განაცხადა ომიაძემ.
ორი დღის განმავლობაში „გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. - „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
ფესტივალის მუსიკალურად გაფორმებასა და სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ „გემო ფესტთან“ დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა.
„გემო ფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა. ფესტივალი "გემო ფესტი" პირველად 2022 წელს ამბროლაურში გაიმართა, მას შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახე მიიღო.