https://sputnik-georgia.com/20260220/sawarmos-xelmzgvaneli-daakaves-297243059.html
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვით შსს და ჯარი მარაგდებოდა: დააკავეს საწარმოს ხელმძღვანელი
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვით შსს და ჯარი მარაგდებოდა: დააკავეს საწარმოს ხელმძღვანელი
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქციის ტოქსიკურობა საფრთხეს უქმნიდა ექსპერტის სიცოცხლეს. 20.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-20T15:17+0400
2026-02-20T15:17+0400
2026-02-20T15:17+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავეს, განაცხადეს უწყებაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2025 წელს 380.792 ლარის ღირებულების 24 ტონაზე მეტი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.სამართალდამცველებმა 17, 2 ათასი ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი ამოიღეს. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. გარდა ამისა, უწყების ცნობით, კონსერვის შიგთავსი თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 197-ე მუხლით (სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღება), რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვით შსს და ჯარი მარაგდებოდა: დააკავეს საწარმოს ხელმძღვანელი
უწყების ცნობით, რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქციის ტოქსიკურობა საფრთხეს უქმნიდა ექსპერტის სიცოცხლეს.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავეს, განაცხადეს უწყებაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2025 წელს 380.792 ლარის ღირებულების 24 ტონაზე მეტი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
სამართალდამცველებმა 17, 2 ათასი ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი ამოიღეს. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
„ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, კონსერვის შიგთავსი თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 197-ე მუხლით (სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღება), რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.