https://sputnik-georgia.com/20260220/qvemo-qartlshi-wiagiseulis-ukanono-mopovebis-paqtebi-gamoavlines-297237344.html
ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს
ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
დეპარტამენტის ინფორმაციით, წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება 20.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-20T17:27+0400
2026-02-20T17:27+0400
2026-02-20T17:27+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24072/83/240728397_0:20:1427:823_1920x0_80_0_0_9a50bac463ce8d06c33cf2b088e1db99.jpg
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 100 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,8 ათას ლარს აღემატება - რადგანაც ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. სოფლების - ნაზარლოსა და ახალი სამგორის მიმდებარედ კი სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 30 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში და 15 ტონა თიხა-თაბაშირი (საგაჯე ნედლეული). გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა დაახლოებით 1000 ლარია. დეპარტამენტის ინფორმაციით, წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. კერძოდ, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24072/83/240728397_152:0:1275:842_1920x0_80_0_0_d66b7cd4095b4385955c699250adda64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს
დეპარტამენტის ინფორმაციით, წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 100 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,8 ათას ლარს აღემატება - რადგანაც ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
სოფლების - ნაზარლოსა და ახალი სამგორის მიმდებარედ კი სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 30 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში და 15 ტონა თიხა-თაბაშირი (საგაჯე ნედლეული).
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა დაახლოებით 1000 ლარია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. კერძოდ, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.