საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის საკვანძო სატრანზიტო სახელმწიფო: ექსპერტთა მოსაზრებები

გამოწერა
თბილისში გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე -„საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაცია გლობალურ პროცესებში“ გაიმართა.
შეხვედრაზე ექსპერტებმა იმსჯელეს თუ რა გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე გლობალური ეკონომიკური ცვლილებები, ასევე საქართველოს როლზე საერთაშორისო ლოგისტიკის ჯაჭვებში და გლობალური მარშრუტების ტრანსფორმაციის კონტექსტში მისი სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაზე.
მონაწილეები სიტყვით გამოსვლებით არ შემოიფარგლნენ, „კითხვა-პასუხის" ფორმატში აქტიური დისკუსია გამართეს და საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს შეეხნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული ეკონომიკური მოდელის შეფასებას და მისი ტრანსფორმაციის პერსპექტივებს.
„სანამ მთავრობა მზად არ იქნება ეკონომიკის სფეროში გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმ ლიბერალურ პარადიგმას, რომელიც უნდა შეიცვალოს და რომელიც საქართველოში 20 წელია მუშაობს, მას არაფერი განსაკუთრებული არ შეუქმნია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკის დოქტორმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების კომისიის თანათავმჯდომარე გოჩა ცოფურაშვილმა.
ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, რადგანაც საშუალებას იძლევა არსებული პრობლემებისა და ქვეყნის გამოუყენებელ პოტენციალთან დაკავშირებით ღია მსჯელობისთვის. კერძოდ, აღინიშნა საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის საკვანძო სახელმწიფოს, სტრატეგიული როლი, რომლის გავლითაც გადის მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტები, მათ შორის აღმოსავლეთისა და ევროპის დამაკავშირებელი „შუა დერეფანი".
ყველა ახალი ამბავი
0