https://sputnik-georgia.com/20260220/batumshi-gaurkveveli-warmoshobis-alkogoli-ikideboda-297242097.html
ბათუმში გაურკვეველი წარმოშობის ალკოჰოლი იყიდებოდა
ბათუმში გაურკვეველი წარმოშობის ალკოჰოლი იყიდებოდა
Sputnik საქართველო
ინდმეწარმე დაჯარიმდა და გამოსწორებამდე შეუჩერდა საქმიანობის უფლება. 20.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-20T14:43+0400
2026-02-20T14:43+0400
2026-02-20T14:43+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/08/241790872_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_26f586ce2fc22d89c99e300e0a29200a.jpg
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. ბათუმში გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ფაქტი აღიკვეთა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ინსპექტორებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან ერთად ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გამოავლინეს საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლურ სასმელებს აფასოებდა და ეტიკეტირების გარეშე ყიდდა.სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმე საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.ინდმეწარმემ ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტაციაც. სეს-ის ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით სასმლის სამი ნიმუში აიღეს. გამოვლენილი დარღვევების გამო, ინდმეწარმე დაჯარიმდა და გამოსწორებამდე შეუჩერდა საქმიანობის უფლება.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/08/241790872_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_b75d18676f955975994b18948a608d5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმში გაურკვეველი წარმოშობის ალკოჰოლი იყიდებოდა
ინდმეწარმე დაჯარიმდა და გამოსწორებამდე შეუჩერდა საქმიანობის უფლება.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. ბათუმში გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ფაქტი აღიკვეთა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინსპექტორებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან ერთად ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გამოავლინეს საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლურ სასმელებს აფასოებდა და ეტიკეტირების გარეშე ყიდდა.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმე საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
ინდმეწარმემ ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტაციაც.
სეს-ის ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით სასმლის სამი ნიმუში აიღეს.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ინდმეწარმე დაჯარიმდა და გამოსწორებამდე შეუჩერდა საქმიანობის უფლება.