თბილისის ერთ-ერთ საკონდრიტოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringerსაკონდიტრო
საკონდიტრო - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2026
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, აგლაძის N32-ში მდებარე საწარმო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
უწყების ცნობით, საწარმო, რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით აფასოებდა.
კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
ყველა ახალი ამბავი
0