https://sputnik-georgia.com/20260219/qartulma-pasportma-konkursshi-gaimarjva-297216465.html
ახალი თაობის დოკუმენტები: საქართველომ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
ახალი თაობის დოკუმენტები: საქართველომ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
Sputnik საქართველო
ახალი ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა წარდგენილი იყო უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების რეგიონულ ფორუმზე High Security Printing EMEA... 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T14:12+0400
2026-02-19T14:12+0400
2026-02-19T14:12+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს პასპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293983065_0:1:825:465_1920x0_80_0_0_ce0beb9f54f67ebe5f100fd22fe21907.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ახალმა ბიომეტრიულმა პასპორტმა და პირადობის ელექტრონულმა მოწმობამ (ID) საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა როგორც თანამედროვე სტანდარტების, მაღალი უსაფრთხოების, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებმა.უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების ყოველწლიური რეგიონული ფორუმი მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბათში, ბრიტანული კომპანია Reconnaissance International-ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში 50-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.დაჯილდოების ცერემონიაზე ჯილდო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძეს გადაეცა.„ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დიზაინი კი ეროვნული თემატიკით არის გაჯერებული", - ნათქვამია განცხადებაში.საქართველოში დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში ან შსს-ს მომსახურების სააგენტოში, საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციის მიუხედავად. დამატებით რაიმე დოკუმენტების ან ფოტოს წარდგენა საჭირო არ არის.ვინც პირადობის მოწმობას პირველად იღებს, წარადგენს დაბადების მოწმობას. დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება ხდება ელექტრონულად, ადგილზე.დოკუმენტები გაიცემა განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. შესაძლებელია პროცესის დაჩქარება და დოკუმენტის იმავე დღეს მიღება.საქართველოში პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტის ღირებულებას, ის 150-დან 350 ლარამდე მერყეობს დამზადების დროიდან გამომდინარე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293983065_103:0:723:465_1920x0_80_0_0_5ca72fadfefebd6146b47f951624395b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პასპორტი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პასპორტი , საზოგადოება, ახალი ამბები
ახალი თაობის დოკუმენტები: საქართველომ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
ახალი ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა წარდგენილი იყო უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების რეგიონულ ფორუმზე High Security Printing EMEA 2026
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ახალმა ბიომეტრიულმა პასპორტმა და პირადობის ელექტრონულმა მოწმობამ (ID) საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა როგორც თანამედროვე სტანდარტების, მაღალი უსაფრთხოების, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებმა.
უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების ყოველწლიური რეგიონული ფორუმი მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბათში, ბრიტანული კომპანია Reconnaissance International-ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში 50-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.
ახალი ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელთა გაცემა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2025 წელს დაიწყო, წარდგენილი იყო უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების რეგიონული ფორუმის „მაღალი უსაფრთხოების ბეჭდვა 2026“ (High Security Printing EMEA 2026) ფარგლებში გამართული კონკურსის ნომინაციაში - „საუკეთესო დოკუმენტების სერია“.
დაჯილდოების ცერემონიაზე ჯილდო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძეს გადაეცა.
„ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დიზაინი კი ეროვნული თემატიკით არის გაჯერებული", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში ან შსს-ს მომსახურების სააგენტოში, საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციის მიუხედავად. დამატებით რაიმე დოკუმენტების ან ფოტოს წარდგენა საჭირო არ არის.
ვინც პირადობის მოწმობას პირველად იღებს, წარადგენს დაბადების მოწმობას. დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება ხდება ელექტრონულად, ადგილზე.
დოკუმენტები გაიცემა განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. შესაძლებელია პროცესის დაჩქარება და დოკუმენტის იმავე დღეს მიღება.
საქართველოში პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტის ღირებულებას, ის 150-დან 350 ლარამდე მერყეობს დამზადების დროიდან გამომდინარე.