https://sputnik-georgia.com/20260219/ionatamishvili-bachiashvilis-saqmeze-297224428.html
ბოდიშს ველოდებით მათგან, ვინც ამ თემით სპეკულირებდა: იონათამიშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე
ბოდიშს ველოდებით მათგან, ვინც ამ თემით სპეკულირებდა: იონათამიშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე
Sputnik საქართველო
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო გუშინ დატოვა. 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T20:12+0400
2026-02-19T20:12+0400
2026-02-19T20:12+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_0:110:2049:1262_1920x0_80_0_0_32532cdfd54853163fcf5cc08d8400f3.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. გიორგი ბაჩიაშვილმა ბრალი აღიარა და ზიანიც სრულად აანაზღაურა, ახლა ყველა იმ აქტორისგან ბოდიშის მოხდას ველოდებით, ვინც ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციის იყენებდა და ქვეყანას ათას სიბინძურეს სწამებდა, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო გუშინ დატოვა - საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი. ბაჩიაშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება - ზიანის სრულ ანაზღაურებასთან ერთად, მას 1-წლიანი პირობითი და 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. იონათამიშვილს განცხადებით, ის ხალხი, ვინც ბაჩიაშვილის თემით სპეკულირებდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.ბაჩიაშვილის საქმე „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 27 მაისს დააკავა. ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მას ასევე დაეკისრა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა. გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთ საქმეზე – „მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ იყო გამოცხადებული.ბაჩიაშვილს „თანაინვესტირების ფონდის" გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_418d1caa66aa4c6652d4ccb5f7d81ad8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბოდიშს ველოდებით მათგან, ვინც ამ თემით სპეკულირებდა: იონათამიშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო გუშინ დატოვა.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. გიორგი ბაჩიაშვილმა ბრალი აღიარა და ზიანიც სრულად აანაზღაურა, ახლა ყველა იმ აქტორისგან ბოდიშის მოხდას ველოდებით, ვინც ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციის იყენებდა და ქვეყანას ათას სიბინძურეს სწამებდა, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო გუშინ დატოვა - საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი. ბაჩიაშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება - ზიანის სრულ ანაზღაურებასთან ერთად, მას 1-წლიანი პირობითი და 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
იონათამიშვილს განცხადებით, ის ხალხი, ვინც ბაჩიაშვილის თემით სპეკულირებდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
„მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა ქართული საზოგადოებისთვის ცილისწამებისა და ფაქტობრივი ტყუილებისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 27 მაისს დააკავა.
ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მას ასევე დაეკისრა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა.
გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთ საქმეზე – „მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ იყო გამოცხადებული.
ბაჩიაშვილს „თანაინვესტირების ფონდის" გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.