https://sputnik-georgia.com/20260219/gubanova-olimpiadaze-tavisufali-programit-wardgeba-297212923.html
ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს
ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს
Sputnik საქართველო
აღნიშნული გამოსვლით საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დაასრულებს. 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T11:29+0400
2026-02-19T11:29+0400
2026-02-19T11:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/02/264079557_0:0:3184:1791_1920x0_80_0_0_249b84ee1799ffa18ebac4f70e0a9e17.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით გამოსვლა დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა 71,77 ქულით მეექვსე ადგილზეა. ის თავისუფალი პროგრამით ყინულის მოედანზე მე-19 ნომრად წარდგება.აღნიშნული გამოსვლით საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დაასრულებს.ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ წყვილებში წარმატებით იასპარეზა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.ამ ეტაპზე, ქართველი მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა.ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/02/264079557_446:0:3177:2048_1920x0_80_0_0_d5f025eb38f886b5993042482ad28a21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს
აღნიშნული გამოსვლით საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დაასრულებს.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.
ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით გამოსვლა დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა 71,77 ქულით მეექვსე ადგილზეა. ის თავისუფალი პროგრამით ყინულის მოედანზე მე-19 ნომრად წარდგება.
აღნიშნული გამოსვლით საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დაასრულებს.
ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ წყვილებში წარმატებით იასპარეზა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
ამ ეტაპზე, ქართველი მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.