https://sputnik-georgia.com/20260219/eliso-kiladzes-patimroba-sheeparda-297227538.html
ქოლ-ცენტრების საქმე: ელისო კილაძეს და 5 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ქოლ-ცენტრების საქმე: ელისო კილაძეს და 5 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T23:07+0400
2026-02-19T23:07+0400
2026-02-20T12:13+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_53d51414e35ad7301d148bf5a093787c.jpg
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის, ჟურნალისტ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან.სასამართლო პროცესს, რომელიც პროკურატურის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში გაიმართა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 10 პირიდან მხოლოდ ერთი - „ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე ესწრებოდა.კილაძის გარდა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს მიხეილ ჩოხელს, ასევე დავით მიქაძეს და ირაკლი სეხნიაშვილს - აღნიშნული პირები საქართველოში არ იმყოფებიან. აღკვეთის ანალოგიური ღონისძიება შეეფარდა გიორგი მიქაძეს, რომელიც უკვე პატიმრობაში იმყოფება.საქმის სხვა ფიგურანტებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს კი გირაო შეეფარდათ, რადგანაც მათ ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან ითანამშრომლეს. მისი თქმით, ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობს მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, კილაძე „ქოლ-ცენტრის" დანაშაულებრივი საქმიანობის გამოაშკარავების ან მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს. საქმის ფიგურანტებიმიხეილ ჩოხელი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთაგან, რომლის ბინაშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სის-ის ყოფილი უფროსის გიორგი ლილუაშვილის და თავად ფარცხალაძის სახლებში ერთდროულად ჩატარებული ჩხრეკის დროს დიდი ოდენობით თანხა აღმოაჩინეს.დავით მიქაძე ფარცხალაძესთან ერთად ბრალდებულია „კანონიერი ქურდის" მერაბ „სუხუმსკის" ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში, რომელიც 2025 წლის 14 მარტს, თბილისში მოხდა.რაც შეეხება ჟურნალისტ ელისო კილაძეს, იგი ცნობილია პოლიტიკოსების კრიტიკით და გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის რანგში სკანდალურ სტატიებს აქვეყნებდა, მათ შორის გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.სისხლის სამართლის საქმეებს შორის იყო „ქოლ-ცენტრების" საქმეც. 2025 წელს კილაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაციას ფლობს და მის მიერ გამოვლენილი „ქოლ-ცენტრების" დაფინანსებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაადანაშაულა.ამ დროისთვის ოთარ ფარცხალაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი საქართველოში არ იმყოფებიან. გიორგი მიქაძეს კი განაჩენს საპატიმროში გააცნობენ.პროკურატურა გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებმაც არა მხოლოდ აღიარეს დანაშაული, არამედ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. დანარჩენ პირებთან, მათ შორის კილაძესთან მიმართებით, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს.„ქოლ-ცენტრების" საქმის დეტალები18 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.გამოძიების ცნობით, 2020-2023 წლებში საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებები", - ნათქვამია განცხადებაში.გამოციების მონაცემებით, ე.წ. ქოლ-ცენტრების ოპერატორები ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე მომხმარებლებს იზიდავდნენ, პირდებოდნენ მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებას, ახდენდნენ მათ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი ე.წ. ქოლ-ცენტრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, „ქოლ-ცენტრის" უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. ,,დაუმორჩილებელი კონკურენტების’’ საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას.კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ „ქოლ-ცენტრის" გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს „ქოლ-ცენტრის" გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.ელისო კილაძე „ქოლ-ცენტრის" საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.გარდა ამისა, კონკურენტი „ქოლ-ცენტრების" მხილების მიზნით, კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9,5 მლნ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.შემდგომში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული, ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს - ხელფასების და ბონუსების გაცემას, ქოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას, ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის,ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_909:0:3640:2048_1920x0_80_0_0_a5ce277ebcffecc316a55d40f8a9ab5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ქოლ-ცენტრების საქმე: ელისო კილაძეს და 5 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
23:07 19.02.2026 (განახლებულია: 12:13 20.02.2026) ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის, ჟურნალისტ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან.
სასამართლო პროცესს, რომელიც პროკურატურის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში გაიმართა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 10 პირიდან მხოლოდ ერთი - „ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე ესწრებოდა.
კილაძის გარდა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს მიხეილ ჩოხელს, ასევე დავით მიქაძეს და ირაკლი სეხნიაშვილს - აღნიშნული პირები საქართველოში არ იმყოფებიან. აღკვეთის ანალოგიური ღონისძიება შეეფარდა გიორგი მიქაძეს, რომელიც უკვე პატიმრობაში იმყოფება.
საქმის სხვა ფიგურანტებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს კი გირაო შეეფარდათ, რადგანაც მათ ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან ითანამშრომლეს.
„ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე არ არიან მიალვაში და ისინი განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში. რაც შეეხება გამოყენების საფუძველს, ბრალდების მხარემ 6 -ივე ბრალდებულთან მიმართებაში დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი ისე ფორმალური საფუძვლეი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობს მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, კილაძე „ქოლ-ცენტრის" დანაშაულებრივი საქმიანობის გამოაშკარავების ან მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს.
მიხეილ ჩოხელი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთაგან, რომლის ბინაშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სის-ის ყოფილი უფროსის გიორგი ლილუაშვილის და თავად ფარცხალაძის სახლებში ერთდროულად ჩატარებული ჩხრეკის დროს დიდი ოდენობით თანხა აღმოაჩინეს.
დავით მიქაძე ფარცხალაძესთან ერთად ბრალდებულია „კანონიერი ქურდის" მერაბ „სუხუმსკის" ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში, რომელიც 2025 წლის 14 მარტს, თბილისში მოხდა.
რაც შეეხება ჟურნალისტ ელისო კილაძეს, იგი ცნობილია პოლიტიკოსების კრიტიკით და გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის რანგში სკანდალურ სტატიებს აქვეყნებდა, მათ შორის გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
სისხლის სამართლის საქმეებს შორის იყო „ქოლ-ცენტრების" საქმეც. 2025 წელს კილაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაციას ფლობს და მის მიერ გამოვლენილი „ქოლ-ცენტრების" დაფინანსებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაადანაშაულა.
ამ დროისთვის ოთარ ფარცხალაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი საქართველოში არ იმყოფებიან. გიორგი მიქაძეს კი განაჩენს საპატიმროში გააცნობენ.
პროკურატურა გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებმაც არა მხოლოდ აღიარეს დანაშაული, არამედ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. დანარჩენ პირებთან, მათ შორის კილაძესთან მიმართებით, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს.
„ქოლ-ცენტრების" საქმის დეტალები
18 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების ცნობით, 2020-2023 წლებში საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებები", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოციების მონაცემებით, ე.წ. ქოლ-ცენტრების ოპერატორები ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე მომხმარებლებს იზიდავდნენ, პირდებოდნენ მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებას, ახდენდნენ მათ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.
ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი ე.წ. ქოლ-ცენტრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, „ქოლ-ცენტრის" უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. ,,დაუმორჩილებელი კონკურენტების’’ საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას.
კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ „ქოლ-ცენტრის" გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს „ქოლ-ცენტრის" გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.
ელისო კილაძე „ქოლ-ცენტრის" საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.
გარდა ამისა, კონკურენტი „ქოლ-ცენტრების" მხილების მიზნით, კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9,5 მლნ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.
შემდგომში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული, ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს - ხელფასების და ბონუსების გაცემას, ქოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას, ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.
ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის,ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.