https://sputnik-georgia.com/20260219/bochorishvili-ashsh-urtiertobebi-male-gadaixedeba-297220664.html
ბოჭორიშვილი: ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები მალე გადაიხედება
ბოჭორიშვილი: ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები მალე გადაიხედება
Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს იმ პროცესში, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობები... 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T21:26+0400
2026-02-19T21:26+0400
2026-02-19T21:26+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თუ როგორი იქნება ახალი ჩარჩო, ამას სჭირდება თანამშრომლობა, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო შექმნას, ამაზე ვიმუშაოთ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას.როგორც ადრე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აუცილებლად განახლდება.ბოჭორიშვილმა საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ადმინისტრაციის განსხვავებულ პოზიციაზე მეტყველებს თუნდაც სახელმწიფო დეპარტამენტის ერთწლიანი დუმილი.მაკა ბოჭორიშვილის თქმით, კრიტიკა ეკუთვნით მათ, ვინც მონაწილეობა მიიღეს იმ პროცესში, რომელმაც წინა ადმინისტრაციის პერიოდში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დააზიანაროგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველომ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აშშ--სთან ურთიერთობების განახლებისთვის. ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს აშშ-ის მხრიდან თანამშრომლობის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ მზადყოფნაზე, დასძინა ბოჭორიშვილმა.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები მალე გადაიხედება
ქვეყნის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს იმ პროცესში, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დააზიანა.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თუ როგორი იქნება ახალი ჩარჩო, ამას სჭირდება თანამშრომლობა, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო შექმნას, ამაზე ვიმუშაოთ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას.
როგორც ადრე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აუცილებლად განახლდება.
„სახელმწიფო მდივნის მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში, არის რთული და მას სჭირდება გადახედვა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მოხდება მალე“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბოჭორიშვილმა საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ადმინისტრაციის განსხვავებულ პოზიციაზე მეტყველებს თუნდაც სახელმწიფო დეპარტამენტის ერთწლიანი დუმილი.
„ეს დუმილიც იყო გარკვეულწილად პოზიციის ცვლილება. თქვენ გახსოვთ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი შევიდოდა თეთრ სახლში, დღე არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ყოფილიყო აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დღის წესრიგში რამე ფორმით... ფაქტია, რომ ის ე.წ. მეგობარი აქტი არ იქნა მიღებული, რაც არ მოხდებოდა ასე, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც ჩამოყალიბებული პოზიცია ამ პოლიტიკის მიუღებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, კრიტიკა ეკუთვნით მათ, ვინც მონაწილეობა მიიღეს იმ პროცესში, რომელმაც წინა ადმინისტრაციის პერიოდში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დააზიანა
„ამ ყველაფერში ჩართული იყვნენ და, სამწუხაროდ, დღესაც არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ადამიანები, რომლებიც დღესაც კვებავენ ჯო უილსონს და კიდევ სხვადასხვა ორგანიზაციას არასწორი ინფორმაციებით და ნარატივებით“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველომ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აშშ--სთან ურთიერთობების განახლებისთვის. ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს აშშ-ის მხრიდან თანამშრომლობის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ მზადყოფნაზე, დასძინა ბოჭორიშვილმა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.