https://sputnik-georgia.com/20260219/black-sea-petroleum-amerikul-kompaniastan-shetanxmeba-gaaporma-297226077.html
Black Sea Petroleum-მა ამერიკულ კომპანიასთან შეთანხმება გააფორმა
Black Sea Petroleum-მა ამერიკულ კომპანიასთან შეთანხმება გააფორმა
Sputnik საქართველო
კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T19:29+0400
2026-02-19T19:29+0400
2026-02-19T19:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/16/290486377_0:136:2049:1288_1920x0_80_0_0_cc58809881ebf01abfda10d901719949.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. კომპანია Black Sea Petroleum-მა, რომელიც ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე პირველ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნას აშენებს, ამერიკულ კორპორაცია Honeywell-თან საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.ქარხნის მშენებლობა კომპანიის საკუთრებაში არსებული 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე ექვს ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამ როისთვის მიმდინარეობს მეორე ფაზის მშენებლობა, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.შეთანხმების საფუძველზე, Honeywell-ი უზრუნველყოფს პროექტს საჭირო ტექნოლოგიური ლიცენზიებით, საბაზისო ინჟინერიით, სპეციალიზებული აღჭურვილობითა და კატალიზატორებით. შედეგად, ქარხანა შეძლებს აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.Black Sea Petroleum-ი და Honeywell-ი ასევე გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას განვითარების შემდეგ ეტაპებზე, რაც მოიცავს ნავთობქიმიისა და ნავთობის ღრმა გადამუშავების ტექნოლოგიების დანერგვას ქარხნის პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.პირველ ეტაპზე ქარხანა აწარმოებს ლიგროინს, დიზელს და მაზუთს, მეორე ეტაპზე წარმოების მოცულობა 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება.შემდეგ ეტაპებზე ქარხნის პროდუქციას დაემატება გაზის ზეთი და ბიტუმი. მომავალში კი ქარხანაში ასევე იწარმოება ბენზინი, საავიაციო და დიზელის საწვავი.ქარხნის განვითარების ბოლო ეტაპზე „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს არა მხოლოდ მთლიანად ჩაანაცვლოს იმპორტი და დაფაროს საქართველოს ბაზრის საჭიროებები ევრო-5 -ის სტანდარტის ბენზინზე, არამედ დიზელზე, საავიაციო საწვავზე, ბიტუმზე, თხევად გაზზე და გოგირდის მჟავაზე. კომპანია გეგმავს პროდუქციის ექსპორტს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე.პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმებულთა რაოდენობა 443 იქნება, ხოლო დასკვნით ეტაპზე - 717.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/16/290486377_81:0:1890:1357_1920x0_80_0_0_2afb942601657fff80cb6244bede3eab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
Black Sea Petroleum-მა ამერიკულ კომპანიასთან შეთანხმება გააფორმა
კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. კომპანია Black Sea Petroleum-მა, რომელიც ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე პირველ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნას აშენებს, ამერიკულ კორპორაცია Honeywell-თან საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ქარხნის მშენებლობა კომპანიის საკუთრებაში არსებული 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე ექვს ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.
Black Sea Petroleum-სა და Honeywell-ის შორის შეთანხმება ითვალისწინებს ითვალისწინებს ნავთობგადამუშავების ძირითადი დანადგარების დაპროექტებასა და ლიცენზირებას, რაც ისტორიული წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.
კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამ როისთვის მიმდინარეობს მეორე ფაზის მშენებლობა, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.
შეთანხმების საფუძველზე, Honeywell-ი უზრუნველყოფს პროექტს საჭირო ტექნოლოგიური ლიცენზიებით, საბაზისო ინჟინერიით, სპეციალიზებული აღჭურვილობითა და კატალიზატორებით.
შედეგად, ქარხანა შეძლებს აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.
Black Sea Petroleum-ი და Honeywell-ი ასევე გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას განვითარების შემდეგ ეტაპებზე, რაც მოიცავს ნავთობქიმიისა და ნავთობის ღრმა გადამუშავების ტექნოლოგიების დანერგვას ქარხნის პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.
პირველ ეტაპზე ქარხანა აწარმოებს ლიგროინს, დიზელს და მაზუთს, მეორე ეტაპზე წარმოების მოცულობა 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
შემდეგ ეტაპებზე ქარხნის პროდუქციას დაემატება გაზის ზეთი და ბიტუმი. მომავალში კი ქარხანაში ასევე იწარმოება ბენზინი, საავიაციო და დიზელის საწვავი.
ქარხნის განვითარების ბოლო ეტაპზე „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს არა მხოლოდ მთლიანად ჩაანაცვლოს იმპორტი და დაფაროს საქართველოს ბაზრის საჭიროებები ევრო-5 -ის სტანდარტის ბენზინზე, არამედ დიზელზე, საავიაციო საწვავზე, ბიტუმზე, თხევად გაზზე და გოგირდის მჟავაზე. კომპანია გეგმავს პროდუქციის ექსპორტს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე.
პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმებულთა რაოდენობა 443 იქნება, ხოლო დასკვნით ეტაპზე - 717.