https://sputnik-georgia.com/20260219/araregaluri-sawarmo-gamoavlines-297224246.html
იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T20:43+0400
2026-02-19T20:43+0400
2026-02-19T20:43+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278962915_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_e9e29bbf5c32bfb94d119e34f6492cb1.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში ინდმეწარმეები სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ფრინველს. უწყების ცნობით, ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ერთ-ერთი ინდმეწარმის არალეგალურ სასაკლაოზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი. ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278962915_358:0:3071:2035_1920x0_80_0_0_5df32b3be445947263e42a0301222caf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
უწყების ცნობით, ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში ინდმეწარმეები სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ფრინველს.
უწყების ცნობით, ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ერთ-ერთი ინდმეწარმის არალეგალურ სასაკლაოზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი.
ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.
ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.