https://sputnik-georgia.com/20260219/--gvinis-erovnuli-dgis-gonisziebebze-2-mln-lari-daixarjeba-297215190.html
ღვინის ეროვნული დღის ღონისძიებებზე 2 მლნ ლარი დაიხარჯება
ღვინის ეროვნული დღის ღონისძიებებზე 2 მლნ ლარი დაიხარჯება
Sputnik საქართველო
ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენაა. 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T18:00+0400
2026-02-19T18:00+0400
2026-02-19T18:00+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ff5d71f8d446cfe10e4a945ad82963cf.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნავად ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.საქართველოს მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა - შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 12 თებერვალს მოაწერა.სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილი ღინისძიებებისათვის საჭიროა შემდეგი სახის სავარაუდო მომსახურების შესყიდვა: ქართული ღვინის ფესტივალის ორგანიზება სხვადასხვა ლოკაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით; საფესტივალო დახლები/კარვები ღვინის მწარმოებელი კომპანიების განთავსების მიზნით; ფესტივალთან დაკავშირებით ბეჭდური მომსახურება: ბანერები; სანიშნეები; პოსტერები და სხვ.უწყების განმარტებით, აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანია ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენა.„ღვინის დღე იქნება ერთგვარი პლატფორმა და გააერთიანებს მევენახე-მეღვინეებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ტურიზმის სექტორს, აკადემიურ წრეებსა და ფართო საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მთელ მსოფლიოში. მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის დაახლოებით 8 ათასი წლის წინ არსებობაზე, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3b08d86fa869673d6f2c05ac203a8ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
ღვინის ეროვნული დღის ღონისძიებებზე 2 მლნ ლარი დაიხარჯება
ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენაა.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნავად ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.
საქართველოს მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა - შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 12 თებერვალს მოაწერა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილი ღინისძიებებისათვის საჭიროა შემდეგი სახის სავარაუდო მომსახურების შესყიდვა: ქართული ღვინის ფესტივალის ორგანიზება სხვადასხვა ლოკაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით; საფესტივალო დახლები/კარვები ღვინის მწარმოებელი კომპანიების განთავსების მიზნით; ფესტივალთან დაკავშირებით ბეჭდური მომსახურება: ბანერები; სანიშნეები; პოსტერები და სხვ.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია ღვინის ეროვნული დღის სრულყოფილად ჩატარების მიზნით თბილისში თემატური ღონისძიებების და ფესტივალის ორგანიზება”, - წერია შესყიდვის დოკუმენტაციაში.
უწყების განმარტებით, აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანია ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენა.
„ღვინის დღე იქნება ერთგვარი პლატფორმა და გააერთიანებს მევენახე-მეღვინეებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ტურიზმის სექტორს, აკადემიურ წრეებსა და ფართო საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მთელ მსოფლიოში. მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის დაახლოებით 8 ათასი წლის წინ არსებობაზე, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.