https://sputnik-georgia.com/20260218/marinera-qartvel-kapitans-ashsh-brali-wauyena-297193971.html
ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს აშშ-ში ბრალი წაუყენეს
ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს აშშ-ში ბრალი წაუყენეს
Sputnik საქართველო
7 იანვარს აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით. 18.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-18T13:29+0400
2026-02-18T13:29+0400
2026-02-18T13:29+0400
საქართველო
აშშ
დიდი ბრიტანეთი
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271857466_0:300:3108:2048_1920x0_80_0_0_ffef045fbcd6093ca9a586c293020489.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერ Marinera-ს (Bella 1) ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, 12 თებერვალს ავთანდილ კალანდაძეს ბრალი ორი ფედერალური დანაშაულისთვის წაუყენეს. კერძოდ, პირველი ბრალდება ხომალდზე გაიანას დროშის აღმართვას ეხება, მაშინ, როდესაც გემი გაიანაში რეგისტრირებული არ იყო, ხოლო მეორე ბრალდება აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას უკავშირდება.28 იანვარს აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან გაიყვანა.ის, რომ კალანდაძე დიდ ბრიტანეთში აღარ იმყოფებოდა, ამის შესახებ ცნობილი 27 იანვარს შოტლანდიაში გამართულ სასამართლო პროცესზე გახდა. როგორც ქართველი კაპიტნის ცოლმა ნათია ძაძამიამ სასამართლოზე განაცხადა, მისი მეუღლე შოტლანდიისა და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ უნდა ყოფილიყო დაცული და ის ამერიკაში არ უნდა წაეყვანათ.თავდაპირველად გემი გაიანას დროშის ქვეშ კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. აშშ-ის სანაპირო დაცვის გემმა მოითხოვა, რომ Marinera-ს გეზი აშშ-ის პორტისკენ აეღო, რადგან ვაშინგტონს გაიანას ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება, რომ ქვეყანამ გემს თავისი დროშა მიანიჭა.გემი არ დაემორჩილა მოთხოვნას, კურსი შეიცვალა და ვენესუელის სანაპიროდან ატლანტის ოკეანისკენ გაემართა. კაპიტანმა გზად ტანკერის სახელი შეცვალა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო.
საქართველო
აშშ
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271857466_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_86f78663b5aad86f0d391f496e307a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , დიდი ბრიტანეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , დიდი ბრიტანეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს აშშ-ში ბრალი წაუყენეს
7 იანვარს აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერ Marinera-ს (Bella 1) ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა
New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 12 თებერვალს ავთანდილ კალანდაძეს ბრალი ორი ფედერალური დანაშაულისთვის წაუყენეს. კერძოდ, პირველი ბრალდება ხომალდზე გაიანას დროშის აღმართვას ეხება, მაშინ, როდესაც გემი გაიანაში რეგისტრირებული არ იყო, ხოლო მეორე ბრალდება აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას უკავშირდება.
2026 წლის 7 იანვარს აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ტანკერი Marinera ვენესუელიდან სანქცირებული ნავთობის გადაზიდვის გამო დააკავა. ეკიპაჟის შემადგენლობაში 28 მეზღვაური, მათ შორის 6 საქართველოს მოქალაქე იყო. ასევე ეკიპაჟის წევრები იყვნენ უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები. აშშ-ის მიერ დაკავებული ხომალდის ეკიპაჟის წევრები ბრიტანეთის საემიგრაციო უწყებამ შოტლანდიის ქალაქ ელგინში განათავსა.
28 იანვარს აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან გაიყვანა.
ის, რომ კალანდაძე დიდ ბრიტანეთში აღარ იმყოფებოდა, ამის შესახებ ცნობილი 27 იანვარს შოტლანდიაში გამართულ სასამართლო პროცესზე გახდა. როგორც ქართველი კაპიტნის ცოლმა ნათია ძაძამიამ სასამართლოზე განაცხადა, მისი მეუღლე შოტლანდიისა და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ უნდა ყოფილიყო დაცული და ის ამერიკაში არ უნდა წაეყვანათ.
თავდაპირველად გემი გაიანას დროშის ქვეშ კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. აშშ-ის სანაპირო დაცვის გემმა მოითხოვა, რომ Marinera-ს გეზი აშშ-ის პორტისკენ აეღო, რადგან ვაშინგტონს გაიანას ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება, რომ ქვეყანამ გემს თავისი დროშა მიანიჭა.
გემი არ დაემორჩილა მოთხოვნას, კურსი შეიცვალა და ვენესუელის სანაპიროდან ატლანტის ოკეანისკენ გაემართა. კაპიტანმა გზად ტანკერის სახელი შეცვალა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო.