https://sputnik-georgia.com/20260218/kobaxidze-shemweobis-mimgebta-baza-gadasaxedia-297197474.html
კობახიძე: სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% არის შეძლებული
კობახიძე: სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% არის შეძლებული
Sputnik საქართველო
პრემიერის განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზის განახლების საკითხი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება. 18.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-18T18:19+0400
2026-02-18T18:19+0400
2026-02-18T18:19+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტი
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953546_0:160:2048:1312_1920x0_80_0_0_745b405b8b0a8a74cf387aa6a1d9c38f.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. 2020 წელს, კოვიდპანდემიის დროს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ახლა კი დახმარების მიმღებთა შორის 8%-ს სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას. პრემიერი კობახიძე პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების სისტემაზეც და აღნიშნა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვასა და განახლებას. პრემიერის ინფორმაციით, პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღები 700 ათასზე მეტი ადამიანიდან დაახლოებით 8% შეძლებულია. მისი თქმით, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზის განახლების საკითხი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 700 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. 2024 წელს საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 18,1%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 13% იყო. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე. 2022 წლის 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953546_43:0:2006:1472_1920x0_80_0_0_95905b891322660d966985abcafbafb3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძე: სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% არის შეძლებული
პრემიერის განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზის განახლების საკითხი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. 2020 წელს, კოვიდპანდემიის დროს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ახლა კი დახმარების მიმღებთა შორის 8%-ს სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას.
პრემიერი კობახიძე პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების სისტემაზეც და აღნიშნა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვასა და განახლებას.
„რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც 2020 წლის შემდეგ არსებითად არ მომხდარა. არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის ინფორმაციით, პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღები 700 ათასზე მეტი ადამიანიდან დაახლოებით 8% შეძლებულია. მისი თქმით, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზის განახლების საკითხი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 700 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. 2024 წელს საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 18,1%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 13% იყო.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე. 2022 წლის 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ.