https://sputnik-georgia.com/20260218/kalatburtis-nakrebma-msoplio-chempionatis-matchebistvis-mzadeba-daiwyo-297197132.html
კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
Sputnik საქართველო
მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება. 18.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-18T17:29+0400
2026-02-18T17:29+0400
2026-02-18T17:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073918_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ae3330ed334625f6ca86d12673a45eb4.jpg
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის სამზადისი დაიწყო, იუწყება პირველი არხი.მოსამზადებელი პერიოდი ორ ეტაპად იყოფა – პირველი თბილისური ვარჯიშებია, მეორე კი დანიური შეკრება, სადაც 27 თებერვალს ეროვნული გუნდი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურის მატჩს გამართავს. დანიასთან მომდევნო შეხვედრა კი 2 მარტს თბილისში ჩატარდება. ალექსანდრ ჯიკიჩმა ეროვნულ გუნდში 24 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 9 ლეგიონერი 23 თებერვალს პირდაპირ დანიაში ჩაფრინდება, მანამდე კი ქართულ კლუბებში მოთამაშე 15 კალათბურთელი 17-21 თებერვლის პერიოდში ეცდება დანიაში გასამგზავრებელ 5-კაციან შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს.ეროვნული გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება, რადგან მის კლუბს, „ბარსელონას“ 25 თებერვალს ევროლიგაში თამაში აქვს. ხუთდღიან თბილისურ შეკრებაზე გამოძახებული 15 კალათბურთელის ვინაობა ცნობილია:გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), ლუკა ზაქრაძე (რაში), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ-კავკასია), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება კატარს მიანიჭა. ტურნირის ყველა მატჩი ქალაქ დოჰაში გაიმართება. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს ზედიზედ მეორედ შეეცდება. ნაკრებმა ისტორიაში პირველად მუნდიალზე 2023 წელს იაპონიაში ითამაშა და პირველი ჯგუფური ეტაპიც წარმატებიც დაძლია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073918_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_e91e1a8101517cdcfd71779f716aa39e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის სამზადისი დაიწყო, იუწყება პირველი არხი.
მოსამზადებელი პერიოდი ორ ეტაპად იყოფა – პირველი თბილისური ვარჯიშებია, მეორე კი დანიური შეკრება, სადაც 27 თებერვალს ეროვნული გუნდი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურის მატჩს გამართავს. დანიასთან მომდევნო შეხვედრა კი 2 მარტს თბილისში ჩატარდება.
ალექსანდრ ჯიკიჩმა ეროვნულ გუნდში 24 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 9 ლეგიონერი 23 თებერვალს პირდაპირ დანიაში ჩაფრინდება, მანამდე კი ქართულ კლუბებში მოთამაშე 15 კალათბურთელი 17-21 თებერვლის პერიოდში ეცდება დანიაში გასამგზავრებელ 5-კაციან შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს.
ეროვნული გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება, რადგან მის კლუბს, „ბარსელონას“ 25 თებერვალს ევროლიგაში თამაში აქვს.
ხუთდღიან თბილისურ შეკრებაზე გამოძახებული 15 კალათბურთელის ვინაობა ცნობილია:
გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), ლუკა ზაქრაძე (რაში), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ-კავკასია), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება კატარს მიანიჭა. ტურნირის ყველა მატჩი ქალაქ დოჰაში გაიმართება. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს ზედიზედ მეორედ შეეცდება. ნაკრებმა ისტორიაში პირველად მუნდიალზე 2023 წელს იაპონიაში ითამაშა და პირველი ჯგუფური ეტაპიც წარმატებიც დაძლია.