https://sputnik-georgia.com/20260218/bachiashvilma-sapatimro-datova-297208018.html
გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია
გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია
Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დაააკვა. 18.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-18T18:39+0400
2026-02-18T18:39+0400
2026-02-18T20:14+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_3b34b46431074f219dc5b4ef57c22a36.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა, აღნიშნული ინფორმაცია ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დაუდასტურა.ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით და ერთი წელი პირობითი.საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი."თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 27 მაისს დააკავა.ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მას ასევე დაეკისრა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა.სასამართლო პროცესის დროს დადგინდა, რომ 8,986.86 ბიტკოინის უკანონოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა პირადად და მასთან დაკავშირებული პირების ან კომპანიების მეშვეობით შეიძინა სხვადასხვა აქტივები, რითაც უკანონოდ მითვისებული კრიპტოვალუტა გაათეთრა.ასევე დადგინდა, რომ განაჩენის გამოცხადებამდე ბაჩიაშვილმა ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ფარულად გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ამის შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მან წარადგინა რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი კიდევ ერთი პასპორტი და გადაკვეთა საზღვარი.ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:193:881:854_1920x0_80_0_0_370620a31940c487b9d662795efab89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია
18:39 18.02.2026 (განახლებულია: 20:14 18.02.2026) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დაააკვა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა, აღნიშნული ინფორმაცია ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დაუდასტურა.
ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით და ერთი წელი პირობითი.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი.
„მან ( ბაჩიაშვილმა - რედ.) სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე“, - განაცხადეს უწყებაში.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 27 მაისს დააკავა.
ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მას ასევე დაეკისრა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა.
სასამართლო პროცესის დროს დადგინდა, რომ 8,986.86 ბიტკოინის უკანონოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა პირადად და მასთან დაკავშირებული პირების ან კომპანიების მეშვეობით შეიძინა სხვადასხვა აქტივები, რითაც უკანონოდ მითვისებული კრიპტოვალუტა გაათეთრა.
ასევე დადგინდა, რომ განაჩენის გამოცხადებამდე ბაჩიაშვილმა ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ფარულად გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ამის შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მან წარადგინა რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი კიდევ ერთი პასპორტი და გადაკვეთა საზღვარი.
ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.