ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული პირი პატიმრობაში რჩება

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2026
გამოწერა
გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა - საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მან სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე მსჯავრდებული შოთა ქარუმიძე გისოსებს მიღმა რჩება, იუწყება ქართული მედია.
გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა - საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მან სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი.
გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი დევნა დასრულდა ბაჩიაშვილის მშობლების მიმართაც, რომელთაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებით, 2025 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შოთა ქარუმიძეს ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავის დროზე ქარუმიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი ეთქვა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ზემდგომ ინსტანციაში აღარ გასაჩივებულა. გამომდინარ იქიდან, რომ საქმის წარმოება შოთა ქარუმიძის მიმართ სასამართლოში არ მიმდინარეობს, მასთან საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდება. შესაბამისად, სამართლებრივი მექანიზმები მის გასათავისუფლებლად აღარ არსებობს.
შოთა ქარუმიძემ 2025 წლის 2 მარტს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც მაშინ, როგორც ბრალდებულს, ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა.
ქარუმიძეს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარებისთვის წარუდგინეს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართველოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 27 მაისს დააკავა.
ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის.
ბაჩიაშვილს „თანაინვესტირების ფონდის" გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
ყველა ახალი ამბავი
0