https://sputnik-georgia.com/20260218/anastasia-gubanova-mokle-programis-shemdeg-6-adgilzea-297190237.html
ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა
ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა
Sputnik საქართველო
ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით გამოსვლა 19 თებერვალს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. 18.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-18T10:27+0400
2026-02-18T10:27+0400
2026-02-18T10:27+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264599458_0:0:1855:1043_1920x0_80_0_0_945d484bab8b6f758e117497ce9e629e.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა.გუბანოვამ მოკლე პროგრამა მაღალ დინეზე შეასრულა, მსაჯებისგან 71,77 ქულა (სეზონის საუკეთესო შედეგი) დაიმასახურა და მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით გამოსვლა 19 თებერვალს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ წყვილებში წარმატებით იასპარეზა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.ამ ეტაპზე, ქართველი მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა.ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264599458_211:0:1855:1233_1920x0_80_0_0_89deb26aa956925cbec93eeac2091a34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა
ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით გამოსვლა 19 თებერვალს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა.
გუბანოვამ მოკლე პროგრამა მაღალ დინეზე შეასრულა, მსაჯებისგან 71,77 ქულა (სეზონის საუკეთესო შედეგი) დაიმასახურა და მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.
ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით გამოსვლა 19 თებერვალს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ წყვილებში წარმატებით იასპარეზა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
ამ ეტაპზე, ქართველი მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.