https://sputnik-georgia.com/20260217/sus-davitashvilis-komentarshi-2-uzustoba-iko-297189053.html
სუს-ი: ლევან დავითაშვილის კომენტარში ორი უზუსტობა იყო
სუს-ი: ლევან დავითაშვილის კომენტარში ორი უზუსტობა იყო
Sputnik საქართველო
უწყების განმარტებით, ყოფილი ვიცე-პრემიერი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე. 17.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-17T21:31+0400
2026-02-17T21:31+0400
2026-02-17T21:41+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ლევან დავითაშვილის მედიისთვის მიცემულ კომენტარში იყო უზუსტობები, კერძოდ, გამოკითხვა ეხებოდა არა ევროკავშირის გაზმომარეგებას, არამედ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ გამოძიებას, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენდირექტორი გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) გამოკითხვაზე დაიბარეს.როგორც სუსში განაცხადეს, ყოფილი ვიცე-პრემიერი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ დავითაშვილის მიერ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უწყება დაინტერესებული იყო აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპის გაზით მომარაგებითა და ამ თანამშრომლობის პირობებით.„რამდენიმე წელიწადია საქართველო ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში, კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან ერთად. ვფიქრობ, ძალიან დეტალურად და ამომწურავი ინფორმაცია მივეცით, შესაბამისად, ამას რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა, მომარაგების კუთხით, რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდეს“ — განაცხადა დავითაშვილმა.საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
სუს-ი: ლევან დავითაშვილის კომენტარში ორი უზუსტობა იყო
21:31 17.02.2026 (განახლებულია: 21:41 17.02.2026) უწყების განმარტებით, ყოფილი ვიცე-პრემიერი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ლევან დავითაშვილის მედიისთვის მიცემულ კომენტარში იყო უზუსტობები, კერძოდ, გამოკითხვა ეხებოდა არა ევროკავშირის გაზმომარეგებას, არამედ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ გამოძიებას, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენდირექტორი გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც სუსში განაცხადეს, ყოფილი ვიცე-პრემიერი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.
„გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ დავითაშვილის მიერ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უწყება დაინტერესებული იყო აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპის გაზით მომარაგებითა და ამ თანამშრომლობის პირობებით.
„რამდენიმე წელიწადია საქართველო ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში, კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან ერთად. ვფიქრობ, ძალიან დეტალურად და ამომწურავი ინფორმაცია მივეცით, შესაბამისად, ამას რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა, მომარაგების კუთხით, რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდეს“ — განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.