რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინულ ობიექტებზე მასირებული დარტყმა განახორციელეს

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკშიკიევზე შეტევა განხორციელდა
კიევზე შეტევა განხორციელდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2026
გამოწერა
რუსმა სამხედროებმა კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ტერორისტულ თავდასხმებს პასუხი გასცეს
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე, სამხედრო მიზნებით გამოყენებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე, ასევე დრონების წარმოების, შენახვისა და გაშვების ობიექტებზე მასირებული დარტყმები განახორციელეს, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული დარტყმა - კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ფედერაციაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების პასუხია.
რუსმა სამხედროებმა შეტევა განახორციელეს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ბაზირების შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით და უპილოტო საფერნი აპარატებით.
„დარტყმის სამიზნეები მიღწეულია. ყველა ობიექტი განადგურებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
მასირებულ თავდასხმაში აქტიურად იყო ჩართული რუსული საჰაერო თავდაცვაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ რვა მართვადი ბომბი და 334 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ოპერატიული ანგარიშის თანახმად, ბოლო დღე-ღამის მანძილზე უკრაინელმა მებრძოლებმა დიდი დანაკარგები განიცადეს. რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა გააუმჯობესეს ტაქტიკური პოზიცია და გააუვნებელყვეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და ტექნიკა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ბელიცკოეს, ვოდიანსკოეს, გრიშინოს, ნოვოგრიგოროვკის, პავლოვკის, სერგეევკას, ნოვოპავლოვკის და ნოვოპოდგოროდნოიეს რაიონებში.
შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 350-მდე სამხედრო მოსამსახურე, ორი საბრძოლო მანქანა, ორი ჯავშანმანქანა და ოთხი მსუბუქი ავტომობილი დაკარგეს.
ყველა ახალი ამბავი
0