https://sputnik-georgia.com/20260217/prezidentma-sportis-ganvitarebaze-isaubra-297186311.html
პრეზიდენტმა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ისაუბრა
პრეზიდენტმა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს სპორტული წარმატება კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ქართველ ხალხს აერთიანებს. 17.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-17T21:18+0400
2026-02-17T21:18+0400
2026-02-17T21:18+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23936/43/239364350_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cc201c947d832399c9c0e5b6f54ad35b.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია აუცილებელია, რათა მომავალი თაობები მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სიტყვით გამოსვლისას. 2025 წელს საქართველოს მთავრობამ სპორტის განვითარებისთვის, პროფესიონალი სპორტსმენებისა და მასობრივი სპორტის მხარდაჭერისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის 340 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც საქართველოში სპორტს ზიანი მიაყენა. კერძოდ, გაუქმდა სპორტის უნივერსიტეტი, განადგურდა ინფრასტრუქტურა და სკოლებში სპორტის მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნა.„შედეგად, საქართველო არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკის მიხედვით ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა. ეს კვლევები დაახლოებით 7-8 წლის წინ ჩატარდა", - განაცხადა ყაველაშვილმა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ქვეყნის მასშტაბით მრავალფუნქციური სპორტული ობიექტები იხსნება.ყაველაშვილის თქმით, საქართველოს სპორტული წარმატება კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ქართველ ხალხს აერთიანებს.საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას: გასულ წელს ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ მნიშვნელოვან ტურნირს, მათ შორის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „ბაკურიანი - 2025", ასევე მსოფლიო ჩემპიონატებს ფარიკაობაში, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, ჭიდაობასა და ფიგურულ სრიალში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23936/43/239364350_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_643553e8dbfcc4064304ea8321f5e90c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
პრეზიდენტმა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ისაუბრა
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს სპორტული წარმატება კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ქართველ ხალხს აერთიანებს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია აუცილებელია, რათა მომავალი თაობები მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სიტყვით გამოსვლისას.
2025 წელს საქართველოს მთავრობამ სპორტის განვითარებისთვის, პროფესიონალი სპორტსმენებისა და მასობრივი სპორტის მხარდაჭერისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის 340 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
„სპორტის განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია სპორტით განვითარება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნიშნავს. ადამიანების ყოველდღიურობაში სპორტული ცხოვრების ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვადასხვა სფეროში აღნიშნული მიდგომის დანერგვა, ერის ჯანმრთელობის ხარისხის ზრდასთან ერთად, უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, მავნე ზეგავლენისგან დაცვას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც საქართველოში სპორტს ზიანი მიაყენა. კერძოდ, გაუქმდა სპორტის უნივერსიტეტი, განადგურდა ინფრასტრუქტურა და სკოლებში სპორტის მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნა.
„შედეგად, საქართველო არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკის მიხედვით ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა. ეს კვლევები დაახლოებით 7-8 წლის წინ ჩატარდა", - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ქვეყნის მასშტაბით მრავალფუნქციური სპორტული ობიექტები იხსნება.
„როგორმე უნდა გავზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სურვილი ექნება რომ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს სპორტული წარმატება კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ქართველ ხალხს აერთიანებს.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას: გასულ წელს ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ მნიშვნელოვან ტურნირს, მათ შორის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „ბაკურიანი - 2025", ასევე მსოფლიო ჩემპიონატებს ფარიკაობაში, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, ჭიდაობასა და ფიგურულ სრიალში.