https://sputnik-georgia.com/20260217/ozurgetshi-mamakacis-mkvleloba-scades-297188798.html
ავტომანქანა აფეთქდა: ოზურგეთში განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეს იძიებენ
ავტომანქანა აფეთქდა: ოზურგეთში განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეს იძიებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტის, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) მკვლელობა სცადეს, იუწყება „გურიის მოამბე". 17.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-17T20:16+0400
2026-02-17T20:16+0400
2026-02-18T09:43+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2e0d35ee572522afe0e4a01cdf59c118.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტის, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) მკვლელობა სცადეს, იუწყება „გურიის მოამბე".შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში, რესტორან „ბერმუხასთან” მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, ჯინჭარაძის ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც იგი ქალეხიდან გამოსული მასში ჯდებოდა.„სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა დაშავებული ოზურგეთის „მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა. „პაციენტს, ტერფის ძვლები აქვს დაზიანებული, შეგვეძლო აქ მკურნალობა. მაგრამ მისი დაჟინებული მოთხოვნით, თავისივე შესაძლებლობით წავიდა თბილისში, შემდგომი მკურნალობის მიზნით”, - განაცხადეს კლინიკაში.სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.ზვიად ჯინჭარაძე ბოლო წლებში ბიზნესით იყო დაკავებული. მისი სახელი გასული საუკუნის 90 იან წლებში, რამდენიმე კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3dece66d1796762808253dff5551c307.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტის, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) მკვლელობა სცადეს, იუწყება „გურიის მოამბე".
შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში, რესტორან „ბერმუხასთან” მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯინჭარაძის ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც იგი ქალეხიდან გამოსული მასში ჯდებოდა.
„სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა დაშავებული ოზურგეთის „მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა.
„პაციენტს, ტერფის ძვლები აქვს დაზიანებული, შეგვეძლო აქ მკურნალობა. მაგრამ მისი დაჟინებული მოთხოვნით, თავისივე შესაძლებლობით წავიდა თბილისში, შემდგომი მკურნალობის მიზნით”, - განაცხადეს კლინიკაში.
სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.
ზვიად ჯინჭარაძე ბოლო წლებში ბიზნესით იყო დაკავებული. მისი სახელი გასული საუკუნის 90 იან წლებში, რამდენიმე კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.