https://sputnik-georgia.com/20260217/kvaracxelias-mkvlelobis-saqme-gaxsnilia-297174150.html
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია: დასახელდნენ მკვლელობის ორგანიზატორები
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია: დასახელდნენ მკვლელობის ორგანიზატორები
Sputnik საქართველო
გამოძიების ვერსიით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა მის მამაზე შურისძიების მიზნით განიზრახეს. 17.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-17T11:57+0400
2026-02-17T11:57+0400
2026-02-17T11:57+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259664343_0:0:1667:938_1920x0_80_0_0_7956f8cad5ea7cf2cd70054c4b677ab0.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 22 წლის ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნა - მკვლელობის დამკვეთებად ძმები გურამ და დავით კაკულიები და ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია დასახელდნენ. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. „გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება“, - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება და ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, მათ შესთავაზა კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, ჭელიძე და კავილაძე 2021 წელს სომხეთში რამდენჯერმე გაემგზავრნენ გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ. ძმებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი. ისინი ჟვანიამ საკუთარ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს. უწყების ცნობით, 2021 წლის 14 სექტემბერს კავილაძემ და ჭელიძემ იქირავეს ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ. 2021 წლის 15 სექტემბერს კავილაძე და ჭელიძე მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. სროლის დასრულების შემდეგ ჭელიძე და კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა. პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას სსკ-ის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე უკვე არიან მსჯავრდებულები და შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე მსჯავრდებულები არიან ძმები კაკულიები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, მათ 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. რაც შეეხება ბესარიონ ჟვანიას, პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. პროგრამისტმა ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ კვარაცხელია (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა. კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისათვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259664343_0:0:1255:941_1920x0_80_0_0_d572a3ac441e9d8c803ce980fd1c775f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია: დასახელდნენ მკვლელობის ორგანიზატორები
გამოძიების ვერსიით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა მის მამაზე შურისძიების მიზნით განიზრახეს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 22 წლის ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნა - მკვლელობის დამკვეთებად ძმები გურამ და დავით კაკულიები და ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია დასახელდნენ.
როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.
უწყების ცნობით, მკვლელობის მოტივი კრიმინალურ სამყაროში შურისძიებასა და ავტორიტეტის გამყარებას უკავშირდება. კერძოდ, ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ე.წ. კანონიერ ქურდზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მისი შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. ძმების მამა, ე.წ. კანონიერი ქურდი დავით კაკულია 2001 წლის აგვისტოში მოსკოვში მოკლეს, რაზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.
„გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება და ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, მათ შესთავაზა კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.
ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, ჭელიძე და კავილაძე 2021 წელს სომხეთში რამდენჯერმე გაემგზავრნენ გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ. ძმებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი. ისინი ჟვანიამ საკუთარ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე.
ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს. უწყების ცნობით, 2021 წლის 14 სექტემბერს კავილაძემ და ჭელიძემ იქირავეს ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.
2021 წლის 15 სექტემბერს კავილაძე და ჭელიძე მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.
„შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სროლის დასრულების შემდეგ ჭელიძე და კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.
პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას სსკ-ის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე უკვე არიან მსჯავრდებულები და შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე მსჯავრდებულები არიან ძმები კაკულიები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, მათ 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.
რაც შეეხება ბესარიონ ჟვანიას, პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.
პროგრამისტმა ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ კვარაცხელია (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა. კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისათვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის.